მთავარი»საზოგადოება»საქართველოდან გატანილი საგანძური ერმიტაჟშია გამოფენილი (ფოტო)

საქართველოდან გატანილი საგანძური ერმიტაჟშია გამოფენილი (ფოტო)

12
გაზიარებები
Pinterest Google+

პოსტის ავტორი დანიელ სავანელი.რევოლუციამდელი საქართველოდან, რუსეთში გატანილი ქართული საგანძურის და ექსპონატების, ძალიან უმნიშვნელო ნაწილი გამოფენილია ერმიტაჟში. იგი არის იმ აურაცხელი ქონების, ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიტანა საქართველოდან.
რევოლუციამდელი ქართველი მეცნიერის, თეოლოგიის დოქტორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევით და გაანგარიშებით, რუსმა ეგზარხოსებმა ქართული ეკლესიებიდან 137 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს. ასევე მეცნიერის, ისტორიკოსისა და მკვლევარის, ნიკოლოზ დურნოვოს გამოკვლევით, ჯერ მარტო 1907 წლამდე, რუსეთის მთავრობამ, ეგზარხოსების მეშვეობით ქართველ ერს, მაშინდელი შეფასებით 150 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაართვა. ნიკოლოზ დურნოვო საბოლოოდ კრემლის ბრძანებით, კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს, 1938 წელს კი, ასევე დახვრიტეს მისი ორი ვაჟი-შვილი.

ერმიტაჟში არსებული ქართული საგანძურის ეს მცირე ნაწილი, წლების მანძილზე ერმიტაჟის სათადარიგო საცავებში ინახებოდა, მხოლოდ 2006 წლიდან მოხდა, მათი ოფიციალური გამომზეურება და მუდმივ საექსპოზიციო ექსპონატებად გამოფენა. ვინ იცის, კიდევ ქართული საგანძურის რამდენი ექსპონატი არის, ერმიტაჟის საცავებში გადანახული, რომელებიც მიზეზთა გამო, ჯერ კიდევ არ გამოუმზეურებიათ.
ერმიტაჟში დღეისათვის უკვე გამოფენილი, დღემდე შემორჩენილი ქართული საგანძურის ეს ფოტოები, მოწოდებულია და გადაღებულია, სანქტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის დენის ბელეცკის მიერ.

intermedia.ge

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

 

 

 

 

 

წინა პოსტი

მინდა გთხოვოთ, არ იყოს დაყოფა თქვენ შორის — ილია მეორე ქართული ოცნების დეპუტატებს

შემდეგი პოსტი

კალაძის გარემოცვის არაერთ ადამიანს დააკავებენ - მელიას წინასწარმეტყველება