მთავარი»საზოგადოება»საქართველო დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდა

საქართველო დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდა

9
Shares
Pinterest Google+

საქართველო ინტერნეტის საშუალებით დიეტებისა და გასახდომი პროდუქტების მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა – რეიტინგი კულინარიულმა პორტალმა Chef’s Pencil-მა შეადგინა.

გამოცემამ, დიეტების თემასთან დაკავშირებით Google Trends-ის პლატფორმის საძიებოს მონაცემების გაანალიზების საფუძველზე კვლევა ჩაატარა. საქართველო სიაში მეშვიდე ადგილზეა.

რეიტინგის ლიდერთა სამეულშია პოლონეთი, ავსტრალია და აშშ. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ აფრიკა. ტოპ-ათეულს ასრულებს ლიბანი, კანადა და დიდი ბრიტანეთი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობა დასუსტების თემითაა დაინტერესებული, არის ხორვატია, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ქუვეითი და რუსეთი.

გარდა ამისა დასახელდა დიეტებით შეპყრობილი ქალაქების ტოპ-10, რომელშიც თბილისი არ არის შესული. მასში იხილავთ ვარშავას, ბრისბენს, სიდნეის, მელბურნს, ჰიუსტონს, ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, რომს, ჩიკაგოსა და ტორონტოს.

რაც შეეხება საქართველოს, Chef’s Pencil-ის კვლევამ აჩვენა, კონკრეტულად თუ რომელი დიეტით ინტერესდებიან ქართველები – ეს ცნობილი დუკანის დიეტაა.

„ამ საკამათო დიეტამ ნახშირწყლების დაბალი შემცველობით რამდენიმე ეტაპზე უნდა იმუშაოს, რათა დაარეგულიროს სწორი ნივთიერებათა ცვლა. ასევე საინტერესოა, რომ საქართველოში ჩაისადმი ინტერესი იზრდება, ხოლო კვებასთან დაკავშირებით ოფიციალური რეკომენდაციით კი ჩაის მიღება რკინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად, არასასურველია”, – ნათქვამია მასალაში.

ასევე ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკა, რომელიც უჩვენებს, რომ ადამიანები დიეტებით ახალი წლის დასაწყისში ინტერესდებიან. კვლევის ავტორის განცხადებით, მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალ წელს უყურებს როგორც ცხოვრების წესის შეცვლის საუკეთესო პერიოდს. ამასთან, დიეტებისადმი ინტერესი წლის ბოლოსთვის ნელდება.

sputnik-georgia.com

წინა სტატია

„კომფორტის ზონაში ყოფნას მიჩვეულ კრამერს დემოკრატიის ნიღაბი ჩამოძვრა და გამოჩნდა, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს“

შემდეგი სტატია

4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა