მთავარი»ეკონომიკა»„საპროტესტო აქციების გამო, ტურისტები რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტოვებენ“

„საპროტესტო აქციების გამო, ტურისტები რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტოვებენ“

9
გაზიარებები
Pinterest Google+

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის გააქტიურებასთან ერთად, ტურისტების ნაკადი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში საგრძნობლად შემცირდა.

რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროების და აპარტამენტების მფლობელები ტურისტების ნაკლებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ უცხოელები ჯავშნებს აქტიურად აუქმებენ.

„მიმდინარე აქციები ტურისტების რაოდენობაზე ძალიან უარყოფითად აისახა, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ყველა ჩვენგანი მსგავს ვითარებაში მოვერიდებოდით ასეთ ქვეყანაში ჩასვლას. ადრე თუ გამვლელი ტურისტები ძალიან ხშირად შემოდიოდნენ და რჩებოდნენ, ახლა საერთოდ აღარ მოდიან. გარდა ამისა, ჯავშნები აქტიურად უქმდება და მიზეზად პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ. ყველასთვის უმთავრესი უსაფრთხოებაა, ამიტომ ასეთი ინციდენტების შემდეგ ტურისტი უსაფრთხოდ ვერ იქნება”, – აცხადებს სასტუმრო „რუსთაველის” მენეჯერი თიკო შამოიანი.

სასტუმრო Biblioteka Rustaveli-ის დირექტორი ვახტანგ მამალაძეც ტურისტების ნაკლებობას მიმდინარე საპროტესტო აქციებს აბრალებს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სტუმრები საერთოდ არ გვყავს. ტურისტები აღარ მოდიან ჩვენთან, მაშინ როდესაც სასტუმრო ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ადგილას გვაქვს. ნოემბერი არ გამოირჩევა ბევრი ტურისტით, მაგრამ წელს როგორც კი დაიწყეს აქციები, სასტუმრო საერთოდ ჩაკვდა. ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან ცუდია ქვეყანაში ასეთ მდგომარეობის არსებობა”, – განაცხადა ვახტანგ მამალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის სრულიად მზად არის. „ჩვენი მთავარი მიზანია, ივნისის მოვლენები ზამთრის კურორტებზე არ აისახოს”-განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომერსანტი

წინა პოსტი

„მოსაკლავი უნდა მოკვდეს“ - ვინ იყვნენ ჰუნვეიბინები და რატომ აღიარეს ბოროტებად მათი მოძრაობა?

შემდეგი პოსტი

„თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკს ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განაახლებს