მთავარი»მსოფლიო»საფრანგეთს და შვეიცარიას მეტრო დააკავშირებს

საფრანგეთს და შვეიცარიას მეტრო დააკავშირებს

14
გაზიარებები
Pinterest Google+

15 დეკემბერს ჟენევაში იგეგმება მეტრო Lemans Express-ის გახსნა, რომელიც შვეიცარიასა და საფრანგეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას Neue Zurcher Zeitung ავრცელებს.
სისტემა Lemans Express -ის ხაზის სიგრძე 230 კილომეტრია და ორივე ქვეყანაში 45 მეტროს სადგურს ითვალისწინებს. მარშრუტზე 45 მატარებელი იმოძრავებს, რომლებიც ჟენევის სადგურიდან 10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ევროა.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი სატრანსპორტო სისტემა გზებზე ავტომობილების რაოდენობას 12%-ით შეამცირებს. სავარაუდოდ, შემცირდება საგზაო საცობებიც საფრანგეთ-შვეიცარიის საღვართან, რომელსაც ყოველდღიურად 650 000 ავტომობილი კვეთს. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ბინა უფრო იაფი ღირს, ხოლო ხელფასი შეიცარიაში უფრო მაღალია, უამრავი ადამიანი საცხოვრებლად საფრანგეთს არჩევს, ხოლო სამუშაოდ ყოველდღიურად, შვეიცარიაში მიემგზავრება.

წინა პოსტი

„ჩემი სიხისტე არავის სჭირდება, ახლა გუბაზების, გელბახიანების და ბესელიების დროა“

შემდეგი პოსტი

„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში შეკრებას მართავს