მთავარი»სამართალი»„საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ – მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

„საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ – მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე , ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. ის უკვე 6 თვეა პატიმრობაშია. მელორ ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება მომხდარის შესახებ.

“ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროვოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ — ამბობს მელორ ვაჩნაძე ვიდეომიმართვაში და დახმარებას სთხოვს, როგორც ქართულ არასამთავრობოებს, ასევე საზოგადოებას.

წყარო

წინა პოსტი

"სააკაშვილმა თავისი უტვინო განცხადებით ბრალი დაუმძიმა 20 ივნისს დაკავებულებს"

შემდეგი პოსტი

„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა“