მთავარი»საზოგადოება»საპენსიო სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

საპენსიო სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

8
Shares
Pinterest Google+

 

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი”, – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატია

ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

შემდეგი სტატია

„გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას“ - ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის