მთავარი»სამართალი»სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

სამტრედიაში, ცოლის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის გიგა აბრალავა ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი განქორწინების დროს, სამოქალაქო რეესტრში მოკლა, იხილეთ ბმულზე.

წინა პოსტი

„ვიდრე მანქანას დავაყენებდი, სალომეს თავს დაესხა და დანა დაარტყა“ - რას ჰყვება სამტრედიაში მოკლული ქალის მამა?

შემდეგი პოსტი

„ჩემს დროს რატომ ვერ ბედავდნენ 21 ივნისს, ან რატომ ვერ ბედავდნენ პოლიტპატიმრების დაკავებას?!“