Samsung-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მონა ლიზა „გააცოცხლა“ (ვიდეო)

ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებმა შექმნეს სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ერთი ადამიანის პორტრეტით ანიმირებული სახე შექმნათ. ეს კი არამხოლოდ ფოტოთი, არამედ ნახატის მეშვეობითაც შესაძლებელია. ამის შესახებ BBC წერს.
მოძრავ სურათებზე Samsung-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევითმა ცენტრმა იმუავა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს.
ამისთვის Samsung-მა ღია მონაცემთა ბაზა გამოიყენა, რომელიც YouTube-დან ცნობილი ადამიანების 7,000 ფოტოს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში Samsung-მა სალვადორ დალის, ალბერტ აინშტაინის, ფიოდორ დოსტოევსკისა და მერლინ მონროს ვიდეოები შექმნა.
იმედინიუსი