მთავარი»საზოგადოება»“სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა”

“სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა”

10
გაზიარებები
Pinterest Google+

 

27 ივლისს, ტრაგედია დატრიალდა თელავის რაიონში, სადაც ფშავი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი “კამაზის” მარკის, 12 ადამიანითა და პროდუქტით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შედეგად კი სატვირთო რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება სულ ხუთმა ადამიანმა მიიღო. 1 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

სატვირთო მანქანაში, როგორც ცნობილია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები

 იყვნენ. ისინი თუშეთში, სოფელ ბეღელაში ხატობაში მიდიოდნენ.
გარდაცვლილთა შორის ოჯახის სამი წევრი, მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები არიან. მათგან გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე.
ავარიის შედეგად ხევში ჩავარდნილების სამძებრო სამუშაოები მეორე დღეს განახლდა.
27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვებაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი.

გვესაუბრება სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრები:

– ურთულესია თუშეთის გზა, სადაც წელიწადი არ გავა ვინმე არ დაიღუპოს, მაგრამ ასეთი ტრაგედია კარგა ხანია არ დატრიალებულა – 5 ადამიანის ერთდროულად დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი – მამა ორი შვილით. ენითაღუწერელია ის უბედურება, რაც ჩვენთან ტრიალებს.

ვინც გადარჩა, იმის ნაამბობიდან ვიცი, რომ ზაურს მანქანა აღმართზე გაუჩერდა, ვერ მოახერხა წინ გზის გაგრძელება, მალევე კი დაგორდა და ხევში გადავარდა. ზაურს მანქანა ახალნაყიდი ჰქონდა, საკმაოდ ძველი სატვირთო იყო, კარგა ხანს აკეთებდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამ გზაზე ამ მანქანით პირველადაც მიდიოდა.

წინა პოსტი

„ მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში”- ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა

შემდეგი პოსტი

თუშეთის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლი - გაგა შაბალაიძე