მთავარი»საზოგადოება»„საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი“ – როგორ ავრცელებს ოქრუაშვილი Facebook პოსტებს ციხიდან

„საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი“ – როგორ ავრცელებს ოქრუაშვილი Facebook პოსტებს ციხიდან

9
Shares
Pinterest Google+

 

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი განმარტავს, როგორ ვრცელდება სოციალურ ქსელში მისი განცხადებები:

„რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით, რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ.
საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ, ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ ვინ ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილის სახელით სოციალურ ქსელში ყოველდღიურ პოსტებს.

სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურში გვითხრეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის არც ირაკლი ოქრუაშვილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. შესაბამისად გამოდის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებელ სტატუსებს ან ადვოკატს ატანს წერილობითი სახით, ან სატელეფონო ზარის მეშვეობით ახლობელს კარნახობს.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში კი განაცხადეს, რომ პოსტების ავტორი თავად ოქრუაშვილია, თუმცა არ დააკონკრეტეს, ვინ აქვეყნებს მათ ოქრუაშვილის სახელით სოციალურ ქსელში.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

32 წლის მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლე და ძმა დაჭრა