მთავარი»საზოგადოება»საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს

5
Shares
Pinterest Google+

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელთა დასრულება სწავლის დაწყებამდე ვერ ესწრება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება, კონკრეტულად რომელ სკოლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი. უწყების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სკოლები სამუშაოებს ვერ დაასრულებენ, მინისტრის ბრძანებით, სწავლის დაწყება გადაიდება.
სკოლების ჩამონათვალის შესახებ, სად შეიძლება სწავლის დაწყება გადაიდოს, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ სწავლა საქართველოს საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

წინა სტატია

„ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“

შემდეგი სტატია

15 წლის ბიჭმა მცირეწლოვან დას სავარაუდოდ, მარიხუანა მოაწევინა - შსს საქმეს იძიებს (ვიდეო)