მთავარი»მსოფლიო»საბერძნეთში 14 წლის გოგომ მძინარე დედას დანით 8 ჭრილობა მიაყენა

საბერძნეთში 14 წლის გოგომ მძინარე დედას დანით 8 ჭრილობა მიაყენა

11
გაზიარებები
Pinterest Google+
ბოლო დროს ბევრი იწერება კომპიუტერული თამაშების ცუდ გავლენაზე. როგორც ჩანს, აღნიშნული გავლენის მიზეზით 14 წლის ბავშვმა დედას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა პირეოსის ერთ-ერთ უბანში, კამინიაში მოხდა. ამის თაობაზე ბერძნული მედია წერს.

პირველ ნოემბერს, ღამის 2 საათზე 14 წლის გოგონა მძინარე დედას მოულოდნელად დანით თავს დაესხა. საბედნიეროდ, ქალმა დროულად გაიღვიძა და თავდასხმა მოიგერია. ყვირილზე ოთახში მეორე შვილი, თავდამსხმელის ტყუპისცალი შევიდა და დედას დაეხმარა. მან მომხდარის შესახებ ბებიას და პოლიციას შეატყობინა.
როგორც აღმოჩნდა, თავდასხმის შემდეგ გოგონა მალე გონს მოეგო და საკუთარი საქციელის გამო შოკში ჩავარდა.

გაირკვა, რომ ბავშვმა გვიანობამდე ითამაშა კომპიუტერით. ვარაუდობენ, რომ თამაში ძალადობრივი იყო. შესაძლოა ამ გარეოებამ იმოქმედა მის ფსიქიკაზე. ყოველ შემთხვევაში რაიმე სხვა მიზეზი, რაც ასეთ ქმედებას ახსნიდა, ჯერ არ დაუდგენიათ.

პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ბავშვის ვინაობა არ სახელდება, მას ფსიქოლოგი უწევს დახმარებას. 48 წლის ქალს ოპერაცია გაუკეთეს. საბედნიეროდ ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. უახლოეს დღეებში ის სახლში დაბრუნდება.

„მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა“, – თქვა დედამ.

nostal.ge

წინა პოსტი

„სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული“

შემდეგი პოსტი

არსებული ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს