მთავარი»პოლიტიკა»სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას – გედევან ფოფხაძე

სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას – გედევან ფოფხაძე

0
Shares
Pinterest Google+

მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, სააკაშვილის ეპოქა დაბრუნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება კაბინეტში განმარტოებული იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ დასახელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, თან ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

ფოფხაძის განცხადებით, პროცედურა, რომლითაც საკითხის განხილვა დაიწყო, არასწორია.
“ეს პროცესი მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკვლო ბიოგრაფიით. ეს ადამიანები მერე განაგებენ სამართალს. ფორმალურად პროცედურა დაცულია, მაგრამ ყველანაირ პროცედურას აქვს სტანდარტი. მაგალითად, ჟურნალისტებს არსად უწერიათ, როგორ უნდა ეჭიროთ მიკროფონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკროფონი თავში ჩამარტყათ.

აქ მოვლენ კანდიდატები და მერე გამოვხატავ ჩემს პოზიციას თითოეულ მათგანზე. უნდა მოხდეს მათი წარდგენა კომიტეტის წინაშე, უნდა შემოგვხედონ თვალებში და გასცენ პასუხები შეკითხვებზე, რომელსაც დავუსვამთ. მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, დავაბრუნებთ სააკაშვილის ეპოქას”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

წინა სტატია

გორგასლის ქუჩას იბრაჰიმ ისპაჰანლის სახელი უწოდეს

შემდეგი სტატია

ქუთაისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.