მთავარი»სხვადასხვა»სააკაშვილი ზიმბაბვეშიც შეეცდება ამის გაკეთებას

სააკაშვილი ზიმბაბვეშიც შეეცდება ამის გაკეთებას

0
Shares
Pinterest Google+

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული.

უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება და კეთილდღეობა აღელვებს.

„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.

მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წინა სტატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დაიშალოს!

შემდეგი სტატია

ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულება, შეიკრიბონ თავისუფლად

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *