მთავარი»Slider»რუსული ოთხპუნქტიანი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ

რუსული ოთხპუნქტიანი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ

12
Shares
Pinterest Google+

“რუსეთს ოთხი ვარიანტი გზა აქვს ჩვენთან ურთიერთობაში:

1) ასე გააგრძელოს ჩვენი და აშშ-ს შეცდომების განოყენება ძალის დაუძაბავად –  უპასუხოს სიმეტრიულად და რეფერენდუმით მიიერთოს ჯერ სამაჩაბლო, მერე აფხაზეთი. აუნთოს მწვანე ჩვენს მეზობლებს ტერიტორიულ პრეტენზიებზე და საქართველოდან მაქსიმუმ თბილისი და ვიწრო ზოლი დარჩეს ფოთამდე.

2) ნელ-ნელა დაძაბოს სიტუაცია – თვითონ გახდეს წამყვანი. აქ უამრავი ვარიანტი აქვს, ესაა აფხაზეთ სამაჩაბლოში რეფერენდუმების თემის გააქტიურება, ჯავახეთში სომხების გააქტიურება, გარეჯში აზერბაიჯანის, ხოლო ჩვენს აზერბაიჯანელებში სეპარატიზმის დანერგვა, აჭარაში თურქების ექსპანსიაზე თვალის დახუჭვა წაქეზება, ეკონომიური სანქციები და მთავარი: უცებ არა, მაგრამ რამოდენიმე თვეში 600 000 ქართველიდან ვინც რუსეთშია და ნახევარს მოქალაქეობა არ აქვს, მინიმუმ 100 000 კაცი გამოდევნა. გამოვა, რომ უარეს დღეში ჩაგდებულ ქვეყანას კიდევ ასი ათასი გამწარებული უმუშევარი მიემატება.
აი, ამის შემდეგ დაიწყოს ფულის ჩადება პარტიებში და იმის გამოსავლის ჩვენება, რომ მხოლოდ რუსთთან ჩახუტებით თუ შევაჩერებთ ქვეყნის დანგრევას – ასე მოამწიფებს სიტუაციას, რომელიც ერეკლეს დროინდელს დაემსგავსება – ეს დასრულდება არჩეევნებით და დასავლური გავლენის ნელ-ნელა ჩამოშლით აღმოვჩნდებით რუსულ ორბიტაზე და თან, არაფერს არ დაგვითმობს, რადგან დრო, როცა შემოგვთავაზა მოლაპარაკებები, გასულია უკვე დღესაც!

3) თუ აშშ და მისი აქაური შნირები გააგრძელებენ ანაკლიაზე ჩალიჩს, ან ირანთან საქართველოს გამოყენებაზე საუბარს და თუ პირდაპირ სამხედრო ხელშეკრულებაზე დაიწყება მოთხოვნები, ერთად და უცებ, ერთი “მარშ ბრასოკით” გადაწყვეტს ყველაფერს!

4) არაფერი მკვეთრი არ გააკეთოს, რადგან მის საქმეს “პროდასავლური” ნახირი ისედაც აკეთებს. თუ დასავლეთან მოილაპარაკა და დაუთმეს პოსტსაბჭოთა სივრცე, როგორც ახალა, პოლუსს ნელ-ნელა გაგვიყვანს საკუთარ ორბიტაზე, სადაც, ასევე, არანაირი შანსი გამთლიანებისა არ იქნება.

რუსეთს, ყველა ზემოხსენებული ვარიანტის გამხორციელებაზე აზრს უმყარებს რეალობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მის საზღვრებთან არაბუფერული, მიუმხრობელი მეზობლის არსებობას კი არ ნიშნავს, რომელსაც სამაგიეროდ მიეცემოდა შანსი შიდა პოლიტიკური და ეკონომიური განვითარებისა, არამედ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, მისი გეოპოლიტიკური და მოწინააღმდეგე სამხედრო ძალების განლაგებას ნიშნავს სამხრეთ საზღვრებთან!” – წერს ლევან ადეიშვილი.

წინა სტატია

ვესტერნ უნიონი, მანიგრამი რუსეთიდან ემიგრანტების ფულს საქართველოში არ გადმორიცხავს

შემდეგი სტატია

დესანტმა ანუარხუს შტურმი 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, დაიწყო - ეს ჩვენი ისტორიაა