მთავარი»საზოგადოება»რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს

7
Shares
Pinterest Google+

 

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სავარაუდო სექსუალური კავშირის გამო დააკავეს.

მამაკაცი გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა,- წერს სააგენტო ინფო რუსთავი.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანთან სავარაუდოდ, ფიზიკური კონტაქტის დამყარების შემდეგ მამაკაცმა გოგონაზე დაქორწინება აღარ ისურვა.  სამართალდამცავებისთვის ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანის მშობლებმა ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

პრაიმტაიმს შსს-ში უდასტურებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია, წარსულში ნასამართლევი, 30 წლის მამაკაცი.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკმიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.

დაკავებულს 7-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პრაიმტაიმი

 

წინა სტატია

ბუნებრივი გაზის დაგროვების მიზეზი ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა - „ყაზტრანსგაზი“ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

გველებით მასაჟი მსოფლიოში პოპულარული ხდება (ფოტოები)

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.