მთავარი»საზოგადოება»რუსთავის საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე 18 წლის გოგოს გული გაუჩერდა

რუსთავის საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე 18 წლის გოგოს გული გაუჩერდა

0
Shares
Pinterest Google+

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რა დროსაც გული გაუჩერდა.

გარდაცვლილის შეყვარებულის თქმით,  გოგოს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონია. დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

წინა სტატია

7 წლის განმავლობაში შეწყალებულ იქნა 3947 პატიმარი, გათავისუფლდა - 2654, ქალი - 147, არასრულწლოვანი - 35

შემდეგი სტატია

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)