მთავარი»სამართალი»რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეძებენ, რომელმაც კრასნოდარში ათობით ოჯახი აწამა და დააყაჩაღა

რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ ეძებენ, რომელმაც კრასნოდარში ათობით ოჯახი აწამა და დააყაჩაღა

7
Shares
Pinterest Google+

 

გასულ კვირას, 39 წლის ოთარ კუბლაშვილზე რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა. ეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს კუბლაშვილი კრასნოდარში რეგისტრირებულ მისამართზე არ დახვდათ. ის პატიმრობიდან ზედამხედველობის ქვეშ იყო გათავისუფლებული და სახლის დატოვების უფლება აკრძალული ჰქონდა.

„ამჟამად უცნობია, თუ სად იმყოფება ქართველი მამაკაცი, რომლის სახელი კრასნოდარის მცხოვრებლებს დღესაც კოშმარულ სიზმრად ახსოვთ“, – წერს რუსული მედია.

ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა.

„ჯერ კიდევ 2008 წელს კრასნოდარის რეგიონში დრამა დაიწყო, რომელიც ხალხს კვლავაც საშინელებად ახსოვს. ოთარ კუბლაშვილის და არმენ ვარდანიანის ბანდამ გაძარცვა ადგილობრივი მოსახლეობის სახლები ერთი წლის განმავლობაში. დამნაშავეები დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ, აწამებდნენ მათ და დასცინოდნენ. ბანდის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებულმა ზარალმა ექვსი მილიონ რუბლზე მეტი შეადგინა“, – წერს რუსული მედია.

2011 წელს, კრიმინალური დაჯგუფების ექვსი წევრი გაასამართლეს. დააკავეს დაჯგუფების ლიდერებიც – ოთარ კუბლაშვილი და არმენ ვარდანიანი. მათ 19 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

ოთარი კუბლაშვილს ციხე მხოლოდ 2021 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მურმანსკის რეგიონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 23 ივლისიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და დაიწყო მასზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. იგი ავადმყოფობის გამო საცხოვრებელ პატიმრობაში გადაიყვანეს.

7 აგვისტოს, პოლიციელები ეწვივნენ მას შემოწმების მიზნით, მაგრამ კუბლაშვილი სახლში არ დახვდათ. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. საზედამხედველო პერიმეტრიდან გაქცევისა და დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილების გამო, მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პატიმრობაში მყოფი ოთარ კუბლაშვილი 32 წლის ასაკში „კანონიერ ქურდად“ „აკურთხეს“.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

ომარ გამყრელიძე შვილს დედის მკვლელობაში დაეხმარა? - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

შემდეგი სტატია

Facebook-ი აღიარებს, რომ მომხმარებლების საუბრებს უსმენდა