მთავარი»Slider»„რუსეთისა და სომხეთის ლობისტები ცდილობენ ანაკლიის პორტის გახსნას ხელი შეუშალონ“

„რუსეთისა და სომხეთის ლობისტები ცდილობენ ანაკლიის პორტის გახსნას ხელი შეუშალონ“

22
გაზიარებები
Pinterest Google+

 

„პროგრესნიუსს“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი და მწერალი ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:

 

_ ჩემი მეგობრები, კოლეგები, ცნობილი თუ უცნობი ეკონომისტები მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ხშირად ამბობენ, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა ეკონომიკურად მომგებიანია, მაგრამ წამგებიანია პოლიტიკურად. ამ მცდარი პოზიციის ხშირი გაჟღერება მიჩენს ეჭვს – ხომ არ ასრულებენ ეს ადამიანები ჩრდილოელი მეზობლის დაკვეთას?
_ პოზიციის მცდარობას რით ადასტურებთ?

_ მოგახსენებთ: ა) აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა შეასუსტებს საბორნო მიმოსვლას: ფოთი–ილიჩევსკი–ვარნა. მოგეხსენებათ, თითო ბორანი ბორტზე სტანდარტული სიგრძის 28 სარკინიგზო ვაგონს იტევს და მას გააჩნია  მაშრუტი: ილიჩევსკი/ქერჩი (აი, კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ სურდა რუსეთს ყირიმი)/ფოთი/ბათუმი/ ვარნა. ილიჩევსკი/ვარნა (ბულგარეთი. რუსეთი უკვე აღარ მალავს თავის დამოკიდებულებას ბულგარეთის მიმართ) რეგულარულ ხაზზე ბორანი ახორციელებს კვირაში 1 რეისს და 1 რეისს უკან მიმართულებით.

ხაზზე: ქერჩი/ფოთი ერთი წრიული ბრუნვა 30 საათი.

ხაზზე: ვარნა/ბათუმი, ბორანი ახორციელებს კვირაში 1 რეისს – საშუალო დრო 60 საათი (მეორადი მანქანები, ავეჯი, მანქანის სათადარიგო ნაწილები, სარეცხი საშუალებები და სხვადასხვა ტექნიკა  ძირითადად ამ რეისით შემოდის საქართველოში) ილიჩევსკი/ბათუმი მუშაობს საავტომობილო–სარკინიგზო ბორანი „გრეიფსვალდი“. გემბანი ერთდროულად ღებულობს 50 სარკინიგზო ვაგონს და 50 მძიმე ტვირთიან ავტომობილს – TIR-ი. დანარჩენ ხაზზე მუშაობენ ბორანები: ‘’გეროი ოდესი“, „გეროი სევასტოპოლ“. ზომოთ მოცემული ბორანით მგზავრობა ღირს:

ბათუმი/ფოთი/ოდესა – 130$; სედანის ტიპის ავტომობილების გადატანა – 350$;

ჯიპის ტიპის – 400$; და ა. შ. მაშასადამე თუ გაიხსნება აფხაზეთის გავლით რკინიგზა, ფოთი გაკოტრდება. აი, რა სურთ ვითომ ანალიტიკოსებს და ვითომ პატრიოტებს.

– ანაკლიის პორტის გახსნა ფოთს ეკონომიკურად არ დააზარალებს?

_ ანაკლიის პორტის პროექტი ატარებს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც. იმის თქმა, რომ მისი გახსნა აფხაზეთის საზღვართან პოლიტიკურად საშიშია, ეს ძალიან ცუდი ნათქვამია, რადგან გამოდის, რომ ამ საზღვრის ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ამასთან, თუ გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დავაღწიოთ რუსეთის დიქტატს და ევროპას მივუახლოვდეთ, ამ პროექტზე უარი არ უნდა ვთქვათ, რასაც მთავრობაც კარგად ხვდება და ძალას არ იშურებს, რომ  პროექტი განხორციელდეს (თითქმის დაასრულა პორტთან მისასვლელი გზები; მზადაა ფინანსური მონაწილეობა მიიღოს), თუმცა მთავრობაში, საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეში მოკალათებული რუსეთისა და სომხეთის ლობისტები ყველანაირად ცდილობენ პროექტს ხელი შეუშალონ და მოჰყავთ შემდეგი არგუმენტები: 1) არ გავაბრაზოთ რუსეთი; 2) ეს პროექტი შეიძლება მომავალში ეკონომიკურად წამგებიანი იყოს, თუ პორტი  არ დაიტვირთა; 3) თურქეთის მხარის გარიყვა ხდება და გაგვინაწყენდება;
_ ამ არგუმენტების საპასუხოდ რა შეგიძლიათ თქვათ?
_ პირველ არგუმენტზე გეტყვით, რომ რუსეთი ჩვენზე დიდი ხანია გაბრაზებულია და მეთვრამეტე საუკუნიდან ჩვენს განადგურებას ცდილობს ხან უშუალოდ, ხან სომხების დახმარებით.

მეორე არგუმენტზე პასუხი ასეთია: მზარდი ტექნოლოგიები და სასურსათო დეფიციტი ქმნის სატრაზინტო და საერთოდ გადაადგილების ინფრასტრუქტურების ზრდის აუცილებლობას.

მესამე –  ამ პორტის გახსნის შემთხვევაში, სამხედრო პოლიტიკური ცენტრი საქართველოზე გადაინაცვლებს და ჩვენ შეგვეძლება დიდ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ.

და ბოლოს, გვინდა დამოუკიდებლობა თუ არა? თუ გვინდა, ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს ყოველგვარი კითხვებისა და ყოყმანის გარეშე, თორემ სომხებს აფხაზეთზე და ჯავახეთზე უჭირავს თვალი, თურქეთს აჭარაზე, აზერბაიჯანს მარნეულზე, ხოლო რუსეთს – მთელ საქართველოზე.

თუ ეს ადამიანები გააგრძელებენ არასწორ ინტერპრეტაციას ანაკლიის პორტისა და აფხაზეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, პირობას გაძლევთ, ყველას სახელითა და გვარით დავასახელებ.

 

 

წინა პოსტი

„ფაქტობრივად, ა ღ ი ა რ ა რომ "ნაცების" შეგდებული იყო და "ბიძოს ფულები დასტყუა!"

შემდეგი პოსტი

სახელმწიფო კანცელარიასთან პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა