მთავარი»პოლიტიკა»რომელ კლასშია ვანო ზარდიაშვილი, “კოლექტიური ზარდიაშვილები”?

რომელ კლასშია ვანო ზარდიაშვილი, “კოლექტიური ზარდიაშვილები”?

2
Shares
Pinterest Google+

„ყველა, ვინც აფასებს, ვინ რომელ კურსზეა და კლასში, თავად უნდა იყოს რომელიმე კლასში. როდესაც არც ერთ რანგზე არ არის და არც ერთ კლასში როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ, შეაფასონ ასეთი პროექტები. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, ეს ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციურ ნორმას და გარდამავალ დებულებებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება. ეს ცვლილება მიგნებულია ჩვენს მიერ, რადგან იმდენად აღელდა იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტებიც ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთა, რომლითაც უნდა მოხდეს შეჩერება მორატორიუმი, რათა სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც მოყვება გამოუსწორებელი ზიანი. ეს შეიძლება ხატოვანი შედარებაა, მაგრამ სამართლებრივად ითარგმნება, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი“, – ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ანტიკონსტიტუციური უწოდა და განაცხადა: „პირველ კურსელი იურისტიც კი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, სამართლებრივი ჩარჩოებიდან და კონსტიტუციის შინაარსიდან იმდენად გასულია. ეს პოლიტიკური წინადადება უფროა. ამას არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს, რადგან ეს არის არაკონსტიტუციური“

წინა სტატია

„სექსუალური ორიენტაცია“, „გენდერული იდენტობა“ - ზედმეტი ტერმინები კანონში

შემდეგი სტატია

ქალაქი არ არის მხოლოდ შენობები, ეს არის იქ მცხოვრები ადამიანები

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *