მთავარი»საზოგადოება»როგორია ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა?

როგორია ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა?

4
გაზიარებები
Pinterest Google+

 

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი მკურნალობას კლინიკა „ვივა მედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივა მედში“ განუცხადეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტს კლინიკაში შემოყვანისას აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია და წვივის ძვლის მოტეხილობა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. დაიწვა 1800 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

 

„ინტერპრესნიუსი“

წინა პოსტი

ძლიერმა ქარმა წყნეთში ხე მოგლიჯა და ცენტრალური გზა დაკეტა

შემდეგი პოსტი

თაკო ჩარკვიანის პარტია "კანონი და სამართალი" იშლება