მთავარი»Slider»როგორ მზადდებოდა აგვისტოს ომი, ვინ გაყიდა საქართველო – კარგად დავიწყებულ-გადაფარული დეტალები

როგორ მზადდებოდა აგვისტოს ომი, ვინ გაყიდა საქართველო – კარგად დავიწყებულ-გადაფარული დეტალები

34
გაზიარებები
Pinterest Google+

„პროგრესნიუსი“ აგრძელებს ინტერვიუს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დლის ყო­ფი­ლ მო­ად­გი­ლესთან, პირ­ვე­ლი რან­გის კა­პი­ტა­ნთან, პოლკოვნიკთან (ხაზგასმით: საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელსაც ორი ჩინი აქვს) ვიქტორ ჭელიძესთან – ჩვენ ვსაუბრობთ აგვისტოს ომზე, ომის წინა პერიოდსა და რუსეთის გავლენებზე საქართველოს ხელისუფლებაში. ინტერვიუს პირველი ნაწილი იხ. ბმულზე

სააკაშვილისათვის ხელისუფლების გადაბარება 2002 წლიდან იწყება. წინა პერიოდში, 90-იანი წლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მიშა (და მის ჯგუფი) სათანადოდ შეეფუთათ, რათა ხელისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე წინაღობა არ შეხვედროდა და ხალს მხსნელად, მესიად მოვლენოდა და ეს ასეც მოხდა – საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი “მიშა, მიშას” გაჰყვიროდა. ხალხი დააჯერეს, რომ „პეტერსონ ბენქლაფის“ ოფისში შევარდნაძეს შემთხვევით გააცნეს ახალგაზრდა, ნიჭიერი და ქარიზმატული  კურიერი, რომელიც პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოიყვანა და კურიერობიდან პირდაპირ პოლიტიკაში გაუხსნა „შრომის წიგნაკი“. შეიქმნა მითი – შევარდნაძე ახალგაზრდების მხარდამჭერი, სააკაშვილი ნიჭიერი და რეფორმატორული სულის მომავალი პოლიტიკოსი.
ხალხს ისე კარგად დაუმუშავეს ტვინი, რომ სააკაშვილის ბიოგრაფიისთვის არავის გადაუხედავს ცალი თვალითაც კი, საფუძვლიან შესწავლაზე არაფერს ვამბობ. სააკაშვილს ტაშით შეეგებნენ შევარდნაძის მთავრობის ის წევრებიც, რომლებიც მოგვიანებით მას დაუპირისპირდნენ და არა იმიტომ, რომ ხედავდნენ მასში სამშობლოს დამღუპველს, ტერიტორიების გამყიდველს, არამედ იმიტომ რომ სააკაშვილი პირადად მათ შეეხო. საჭირო დროს, საჭირო მომენტში აფრიალა ამ თანამდებობის პირთა სახლების ფოტოები, „ამხილა“ კორუფციაში, თუმცა სულ რაღაც ერთი წლით ადრე, ამ თანამდებობის პირებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მხარდაჭერისთვის, რომელიც სახელმწიფო რესურსის გამოყენებაში გამოიხატა და გახსოვთ, ალბათ, ერთ-ერთი არჩევნების შედეგი, როცა მმართვალმა ძალამ, „მოქკავშირმა“ არჩევნები „გეგმის გადაჭარბებით“ მოიგო.
2003 წელს დაიწყო ცნობილი მოვლენები. ის ორი ბრონეჟილეტი, სააკაშვილს რომ ეცვა, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, მე ჩამოვუტანე აჭარიდან. ორი ცალი წამოვიღე და ამ დეგენერატმა ორივე ჩაიცვა. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ პარლამენტში შეჭრა იყო შეთანხმებული. ედუარდს მოხსენებას უწერდა ჭელიძე, ჩემი მეგობარი, მას პრეზიდენტმა სპეციალურად დააწერინა იმ ხანგრძლივობის ტექსტი, რა დროც მიშას დასჭირდებოდა პარლამენტში შემოსვლისათვის, ისე რომ სევარდნაძეს არ დაემთავრებინა ტექსტი. ცოტა რომ დაგვიანებოდა სააკაშვილს შევარდნაძეს ზეპირად მოუწევდა „დალაგება“.
დღეს და არც გასული წლების განმავლობაში, ყურადღებას არავინ აქცევს ფაქტს – ედუარდ შევარდნაძის დაცვის იმ ჯგუფის უფროსი, რომელიც პარლამენტში იყო, ზუსტად მიშას მოსვლიდან სამ თვეში გახდა სამხედრო პოლიციის უფროსი. „რევოლუციამდე“  კი სააკაშვილის ვირთხები სხვადასხვა უწყებებში იყვნენ გადანაწილებული და უკვე შექმნილი ჰქონდათ ალტერნატიული მთავრობა.
_ კი, კარგად იყვნენ მომზადებულნი.
_ ნამდვილად. გადავახვევ დროს, ორ ცნობილ ადამიანს მამარდაშვილს და სოლჟენიცინს გავიხსენებ. მათი ფილოსოფია მდგომარეობას იმაში, რომ თუ რუსეთი არის იმპერია, მაშინ საქართველომ, რომელიც თავის მხრივ არის იმპერია, უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაპყრობილი და იძულებით გაქართველებული  ხალხი.  მამარდაშვილი საქართველოში 1987 წელს ჩამოვიდა. გადავავლოთ თვალი მამარდაშვილის ბიოგრაფიას:
დაიბადა გორში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იყო ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ჩამოდის საქართველოში და იმ „პატრიოტებს“, რომელთაც შევარდნაძე ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდა „ახსოვთ“ მხოლოდ ის, რომ მამარდაშვილი იყო თსუ-ის და  სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში –  ახსოვთ მხოლოდ კანტი, პრუსტი და არ ახსოვთ რუსეთში ვინ იყო. აქვე ვიტყვი, 2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი), „იმელის“ შენობასთან. სხვათაშორის, ამ ბიუსტის დადგმის და გახსნის ინიციატორები იყვნენ იმჟამინდელი „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები. „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის მხრივ იყო ე.წ. რეფორმატორული ფრთის დანამატი.
მოკლედ, ჩამოდის საქართველოში და იწყებს უნივერსიტეტში ლექციების კითხვას, ამ პერიოდისათვის საბჭოთა კავშირი იშლება. ნოდარ ნათაძემ (რომელსაც ყველაზე მეტი ჯილდო აქვს სახელმწიფოსაგან მიღებული ცოცხლებსა თუ გარდაცვლილებს შორის), მამარდასვილმა და სხვებმა დააფუძნეს წინააღმდეგობის მოძრაობა. რაში მდგომარეობდა ეს? ჩავიდნენ აფხაზეთში, აფხაზურ უმცირესობას შესთავაზეს უფლებების დაცვა. ამ ჯგუფში შეიყვანეს მესხელი, მერაბიშვილი, ბოკერია, თარგამაძე, მომავალი „თავისუფლების ინსტიტუტი“ და ასე შემდეგ. ესენი ისმენდნენ მამარდაშვილის ლექციებს და ცოტა მოგვიანებით, 1996 წელს, როცა გიორგაძე საქართველოდან გაიქცა, მის ჯგუფში შევიდნენ –  ესენი არიან იგორ გიორგაძის კონსპირაციული ჯგუფის წევრები. ეს ჯგუფი 1997 წელს შეიყვანა ედუარდმა სამთავრობო სტრუქტურებში და 1998 წელს როცა ჩავარდა სამეგრელოს დამოუკიდებლობის გეგმა, ხალხისთვის ცნობილი ელიავას ამბოხი, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რეალურად ვინ იდგა ამ არეულობის უკან.
კონკრეტული ღონისძიების ჩაგდების ოპერაცია პირადად ჩემი მოპოვებული ინფორმაციაა ზურა ირემაძესთან (საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი) ერთად და განხორციელებული. ამ ყველაფრის დამფინანსებლები იყვნენ ასლან აბაშიძე და ბადრი მელაძე, მელაძე ფულს იხდიდა, ასლანი იყო კოორდინატორი.
_ და, მესამე პირი ვინც ეს იცოდა, თქვენ?
_ სარკაზმის გარეშე, მე პირადად ვიყავი მათთან ერთად ამ პროცესების მონაწილე. მე ჩემი თავი ჩავინერგე მათთან და შევპირდი დახმარებას, რომ ფოთს და ტერმინალს გავუკეთებდი ბლოკადას. ჩვენ, ირემაძემ და მე,  ჩავშალეთ ეს ოპერაცია – ტექნიკა გაფუჭდა, ზეთს ღვრიდა და ქუთაისში ჩავიდა ერთი ტანკი. ამის სემდეგ კი ელიავას შევუთვალე – გატოკდები და ტყვია მოგხვდება.
_ მოხვდა კიდეც.
_  კვირაია იყო ელიავას პატრონი. ელიავამ დაუშვა შეცდომა ორ ფულს მოკიდა ერთდრულად ხელი. ელიავა შევარდნაძემ შემოირიგა ტყიდან გამოიყვანა, სწორედ იმიტომ რომ სენაკის ბრიგადა დაეშალა, ამას სხვა ვერავინ გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურა ირემაძის და ჩემს დაქვემდებარებაში იყო ეს ბრიგადა. როცა ელიავამ მიიღო ბრძანება სენაკის ბრიგადის დაშლის შესახებ და თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცა, ამ დროს ასლან აბაშიძისაგან აიღო ფული. 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ის ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდა.
_ უფრო დეტალურად უნდა განვიხილოთ ეს თემა. მოკლედ, ელიავამ მიიღო აბაშიძისაგან დაფინანსება…
_ აბაშიძისგანაც. ასლანთან ვიყავით მე და ირემაძე, მელაძემ გადაიხადა ფული რომ ამბოხში მონაწილეობა მიგვეღო, ამ დროს ირემაძე იყო სარდალი, მე დაზვერვის უფროსი და იმის გამო, რომ მე არც ფული ავიღე და არც ის გავაკეთე რაც უნდოდათ, ვარ მტერი, ირემაძე კი ცოცხალი აღარაა.  ხელისუფლებაში შევარდნაძემ მოიყვანა ის ხალხი, ვინც 1997 წელს ასლანმა აჭარაში ჩუკენობის დროს ჩაწერა. სხვათაშორის, ეს ვიდეო 1998 წელს ასლანამ გვანახა აჭარაში, ჟვანიაც ჩაწერეს, ვიდეო ჩვენ მოგვცა ასლანმა და ჩვენგან გავიდა. მერაბიშვილმა, მესხელმა და სხვებმა ჩაწერეს მიშა. თავადაც ავადმყოფი იყო და ამიტომ იწერდა ყველას, ისევ იმ ხალხის მეშვეობით, ვინც თავის დროზე ის ჩაწერა.
_ კარგით, უფრო მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ: მოხდა „ვარდების რევოლუცია“. შევარდნაძემ მოიყვანა მემკვიდრეები და  წავიდა სახლში.
_ შევარდნაძე ისტორიაზე ფიქრობდა. მას არ სურდა საქართველოს პრეზიდენტებს შორის ერთადერთი ყოფილიყო, რომელსაც ტერიტორიების დამკარგველად მოიხსენიებდა მემატიანე. ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყო, ზედმიწევნით გათვალა რა და როგორ უნდა მოეგვარებია – სააკაშვილს შეუქმნა ყველა პირობა მოსულიყო ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან კარგად იცოდა სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიებს მტერს ჩააბარებდა. კიდევ ვიმეორებ, ხაზგასმით – სააკაშვილი და მისი ჯგუფი რუსეთის ხელისუფლებისაგან მართული ქართული ძალის „ანასხლეტია“, ისევე როგორც მისი წინამორბედები.ასევე ხაზგასმითაა აღასანიშნავი, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.  საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რომ რუსეთის ფედერაციას არ დაერღვია საერთაშორისო კანონი და როგორც კი გახდა საქართველოში აუცილებელი ბაზების ხელახლა განლაგება, რუსეთისაგან მართულმა ხელისუფალმა „მოძრაობა“ დაიწყო. მინდა შეგახსენოთ, საგამოძიებო კომისიისათვის, რუსეთში საქართველოს ელჩის, მიცემული ჩვენება. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ აპრილში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, სადაც ასევე იყო კეზერაშვილი, მან გააფრთხილა სამხედრო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ. კიწმარიშვილის თქმით, კეზერაშვილმა, განაცხადა შეხვედრაზე,  რომ  „მომდევნო ოთხი წლის მანძილზე აღარ გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, როგორიც ახლა გვყავს“.
კიწმარიშვილმა თავისი ჩვენება 2004 წლის მოვლენებიდან დაიწყო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ უთხრა შორიდან ნუ იწყებ, ახლოში მოდიო. თუმცა, ყოფილმა ელჩმა დაიჟინა, რომ მას 2004 წლის მოყოლებული სურდა მოვლენების მიმოხილვა, რადგანაც, იმ დროს იგი დაახლოებული იყო სააკაშვილთან და მის ადმინისტრაციასთან და ყველა დეტალი იცოდა.
ეროსი კიწმარიშვილის ინფორმაციით: 2004 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ის გააგზავნეს მოსკოვში სააკაშვილსა და  პუტინს შორის პირველი შეხვედრის ორგანიზების მიზნით: „მე პრეზიდენტ სააკაშვილისგან მქონდა რწმუნება ამ შეხვედრის მომზადების თაობაზე. ამ შეხვედრის მთავარი შედეგი იყო ის ფაქტი, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის წამოიშვა ძალიან პოზიტიური ურთიერთნდობა. ჩვენ ვეუბნებოდით რუსებს, რომ გვინდოდა ახალი დინამიკის შეტანა ორმხრივ ურთიერთობებში და ამ კუთხით სასტარტო პირობები იყო ძალიან კარგი. პირველი, რაც რუსებმა გვითხრეს ის იყო, რომ ისინი იწყებდნენ ურთიერთობებს ახალ ხელისუფლებასთან  სუფთა ფურცლიდან. აჭარის მოვლენების დროს, რუსეთი შეეცადა მოლაპარაკებები ეწარმოებინა რამდენიმე ძველ პრობლემაზე, თუმცა ჩვენგან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა… 2004 წლის თებერვალში პუტინის და სააკაშვილის შეხვედრის დროს – და ეს თავად სააკაშვილისგან და ირაკლი ოქრუაშვილისგან  (მაშინდელი გენერალური პროკურორი) ვიცი – პუტინმა განაცხადა, რომ ის არ იყო მზად ესაუბრა აფხაზეთის საკითხებზე, თუმცა ის მზად იყო დაეწყო ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით… აჭარის მოვლენების შემდეგ, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სრული კონტროლი დაამყარა რეგიონზე, ჩვენ დავიწყეთ სამხრეთ ოსეთის მიმართულების გააქტიურება – ვანო მერაბიშვილი (მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში უშიშროების მინისტრი გახდა), ზურაბ ადეიშვილი (მაშინდელი გენერალური პროკურორი) და ირაკლი ოქრუაშვილი (რომელიც აჭარის მოვლენებიდან ერთ თვეში შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა) ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში“.
კიწმარიშვილის ჩვენების მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილი განსაკუთრებით აქტიური იყო  და იგი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.  ეს მოლაპარაკებები არაფორმალურ ფორმატში იმართებოდა, ისინი სანადიროდაც კი დადიოდნენ ერთად: „მე ვიცი ამის შესახებ, რადგანაც მე ვმონაწილეობდი ამ საქმიანობის შედეგების განხილვებში. ეს განხილვები ძირითადად შავნაბადას სპეციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმართებოდა. ოქრუაშვილი მაშინ ამბობდა, რომ მან შეთანხმებას მიაღწია კოკოითთან და ეს უკანასკნელი მზად იყო მოლაპარაკებები დაეწყო თბილისთან ცხინვალში ძალაუფლების გადაცემის თაობაზე რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ“. კიწმარიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ოქრუაშვილსა და კოკოითს შორის ინციდენტი მოხდა და რეგიონში ესკალაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა სამხრეთ ოსეთში სპეცოპერაცია  ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით. იმ დღეს, 2004 წლის 19 აგვისტოს,  ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ძალებმა მოკლეს რვა კაზაკი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მხარეს იბრძოდნენ. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იქნა მოკლული. იმავე დღის საღამოს სააკაშვილი,  მერაბიშვილი, ოქრუაშვილი,  ადეიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი), გოგი თავთუხაშვილი (მაშინდელი შინაგანი ჯარების უფროსი) შავნაბადას რეზიდენციაში შეიკრიბნენ. ამ სეხვედრას ესწრებოდა კიწმარიშვილიც, შეხვედრას არ ესწრებოდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.
შეხვედრის დროს სააკაშვილმა დასვა შეკითხვა დავეწყოთ ცხინვალზე შეტევა, თუ არაო. ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ამ ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ წავიდნენ. გოგი თავთუხაშვილს ჰკითხეს იყო თუ არა საკმარისი შესაძლებლობები მომდევნო რამდენიმე დღეში რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად სამხედრო ოპერაცია დაეწყოთ. თავთუხაშვილმა კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ოქრუაშვილი სამხედრო ოპერაციას ემხრობოდა.
ამ შეხვედრის შემდეგ მოვლენები განვიტარდა ასე: სააკაშვილი მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში და ხვდება ზურაბ ჟვანიას.  ჟვანია ომის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. მან დარეკა „ერთგან“ და იმ ეტაპზე ომი თავიდან იქნა აცილებული.
„რუსეთი ცდილობდა დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკებები შესაძლო გარიგების თაობაზე: სამხრეთ ოსეთი რაღაცის სანაცვლოდ – მაგრამ ეს ჩვენ არ განვიხილეთ. მე არ ვიცი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ”რაღაც”.  2008 წლის ივნისში, როდესაც მე ელჩი ვიყავი, მე სახელმწიფო მინისტრის იაკობაშვილის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენლებთან – იური პოპოვთან და ვალერი კენიაიკინთან და ამ უკანასკნელმა გვითხრა, რომ 2004 წლის ბოლოს და 2005 წლის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების კარგი შანსი არსებობდა; თუმცა ეს შანსები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაქრა“ – ეს ამონარიდი კიწმარიშვილის ჩვენებიდანაა. გესმით რა ხდებოდა?
თუ კარგად გადავავლებთ თვალს კიწმარიშვილის ჩვენებას, იქ ძალიან ბევრ მინისნებას და სამწუხარო ფაქტს დავინახავთ. აი, ნახეთ რას ეუბნება კიწმარიშვილი კომისიას: „როდესაც მოსკოვიდან თბილისში ვბრუნდებოდით თვითმფრინავში ჩემი თანდასწრებით სააკაშვილმა განაცხადა: მე საქართველოს დედაქალაქს აგვისტოში გადავიტან სოხუმში. იქ ასევე იყვნენ დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და ეკონომიკის მინისრტი ეკა შარაშიძე… 2008 წელს, აპრილის მეორე ნახევარში მე შევიტყვე პრეზიდენტის შიდა წრიდან, რომ მათ მწვანე შუქი მიიღეს დასავლელი პარტნიორისგან სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე. აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შემდეგ, 19 მარტს ვაშინგტონში, ჩვენი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ აშშ-ს მხარდაჭერა სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მე აშშ-ს ელჩს თბილისში ჯონ ტეფტს შევხვდი და ვკითხე მას მართალი იყო ეს, თუ არა, რაც მან კატეგორიულად უარყო. აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, მე წავედი პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად. შეხვედრას ესწრებოდა დავით ბაქრაძე და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
მე გავაფრთხილე არ განეხორციელებინათ სამხედრო ოპერაცია და ვკითხე თავდაცვის მინისტრს გაგვაჩნდა თუ არა საკმარისი შესაძლებლობები სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. კეზერაშვილმა მიპასუხა: მომდევნო ოთხი წლის მანძილზე აღარ გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, როგორიც ახლა გვყავს. სამხედრო ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო აფხაზეთის მიმართულებით. ჩამოიყვანეს სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან ამ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად. კეზერაშვილმა ასევე განაცხადა შეხვედრაზე, რომ ოპერაცია უნდა დაწყებულიყო მაისის დასაწყისში ან მანამ, სანამ თოვლი დადნებოდა უღელტეხილებზე. ეს გადაწყვეტილება არ განხორციელებულა“. ახლა ხომ გესმით რატომ ესროლა კიწმარიშვილს თარგამაძემ კალამი?

 

(მეორე ნაწილის დასასრული)

 

 

 

 

წინა პოსტი

ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის...

შემდეგი პოსტი

ძაღლის გადასარჩენად დაღუპული მამაკაცისთვის მემორიალის გასახსნელად ხელმოწერები გროვდება