მთავარი»საზოგადოება»როგორ დარჩა “ნაციონალური მოძრაობა” 2015 წელს გაყიდულ ოფისში?

როგორ დარჩა “ნაციონალური მოძრაობა” 2015 წელს გაყიდულ ოფისში?

10
Shares
Pinterest Google+

“ნაციონალურმა მოძრაობამ ოფისი რომ გაყიდა 2016 წლის საარჩევნოდ, ვიღაც უკრაინელ ბიზნესმენს რომ მიჰყიდეს და ეხლაც იქ არიან, ანუ ტეხნიკურად ფული რომ შემოიტანეს ქვეყანაში,  მაგას არავინ იმჩნევს ხო?
აი, მე რომ ღერძულა გადავკვეთე და ვიდეოთვალიმა დამაჯარიმა, მაგას ყველა იმჩნევს, ხო?
გადასახადის გადახდა რომ დაგაგვიანდეს, წამის გადაცდენის შემთხვევაში, ინკასო რომ გედება და ნაცმოძრაობა რომ მილიონებს ათეთრებს და ყველა მსხვილ ბიზნესა თუ ტენდერებში ისევ ნაცები რომ არიან, არც მაგას იმჩნევთ ხო?” – წერს გიორგი მუხიგულაშვილი.
შეგახსენებთ 2015 წლის სექტემბერში გავრცელებულ ინფორმაციას: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის გზატკეცილზე მდებარე სათაო ოფისი იყიდება. როგორც პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგის პატარაიამ “თაიმერს” განუცხადა, გადაწყვეტილება ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით ახალ ოფისში გადასვლას უკავშირდება. “ქალაქის ცენტრში ახალ ოფისში გადავდივართ, რის გამოც ამჟამინდელი ოფისის გაყიდვა გადაწყდა”, – განაცხადა გიორგი პატარაიამ. არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი 3,5 მილიონ დოლარად იყიდება, თუმცა გიორგი პატარაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ არც ოფისის გასაყიდი თანხის რაოდენობას ასახელებს. კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისში “ნაციონალური მოძრაობა” 2011 წლის დეკემბერში გადავიდა”.

წინა სტატია

„საქართველოს რკინიგზის“ სერგო ორჯონიკიძეები - თავშესაფარი „ნაცებისთვის“ და კორუფციის ბუდე ქვეყნისთვის (?!)

შემდეგი სტატია

"სულ ფილიპ ბენგი, ზიგფრიდის საფლავი და ნიბელუნგები მაგონდება კინოფილმ "ბლეფიდან"

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.