მთავარი»საზოგადოება»„როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით?

„როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით?

18
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ნათია ლეთოდიანი, რომლის კომენტარიც, პირდაპირ ეთერში წაუკითხა შს მინისტრს ინგა გრიგოლიამ და რომელიც ახლა ებრაელ ექიმებთან ცდილობს მამისთვის თვალის შენარჩუნებას, “რუსთავი 2”-ს ტყუილში ადანაშაულებს:

“როცა ებრაელი ექიმები ყველაფერს ცდილობენ ჩვენთვის სასიკეთო გააკეთონ, კონსილიუმები აქვთ, მსჯელობენ უკეთეს შედეგს როგორ მიაღწიონ, ოპერაციები კეთდება,  რეაბილიტაციას გავდივართ, მოლოდინში ვართ… ამ დროს  გამოდის ტელევიზიის დირექტორი და სრულიად უცერემონიოდ აცხადებს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი თურმე უსინათლოები არიან და მორჩა! დასრულდა ყველაფერი! არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები!

რომელი სამედიცინო დასკვნების მიხედვით განაცხადეთ ბატონო გვარამია, ჩვენც გვითხარით, თუ ექიმები გვატყუებენ, თქვენ აგვიხილეთ თვალი… ნოდარ მელაძე და დავით ქაშიაშვილი, ამიტომ ითხოვდით ჩვენგან კომენტარებს, რომ შემდეგ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გეკეთებინათ? ებრაელ ექიმებზე მეტი გცოდნიათ და თქვენ გვითხარით რა იცით დამატებით ჩვენი მდგომარეობის შესახებ… როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით? სხვა სიტყვებით შეფასებებს შეგნებულად ვერიდები!

ეკა კვესიტაძევ, გიყვართ კომენტარების და პოსტების კითხვა გადაცემებში და ამ პოსტის წაკითხვასაც ველი თქვენგან სწორედ ისეთივე აღელვებული ხმის ტემბრით, როგორც ჩემი წინა კომენტარი წაიკითხეთ!”

წინა პოსტი

დაბადების დღეს გარდაიცვალა - მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

შემდეგი პოსტი

„ეს არ ყოფილა ტყვია“ - რას ჰყვება 20 ივნისის ღამეს დაშავებული კომიდან გამოსვლის შემდეგ (ვიდეო)