მთავარი»საზოგადოება»როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე?

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე?

10
გაზიარებები
Pinterest Google+

არსებობს ლეგენდა, რომ ახალი წლის ღამეს, ყველა ოჯახში ლამაზად მორთულ ნაძვის ხეზე ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახს ლოცავს. წარმოიდგინეთ, რამხელა საკრალური მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა ახალი წლის სიმბოლო. ჩვენ ყოველწლიურად გულმოდგინედ ვარჩევთ ნაძვის ხის მოსართავებს და თავს ვიწონებთ ლამაზად გაფორმებული ინტერიერით. ხოლო, როცა ამ სილამაზეებთან განშორების დრო დგება, ცოტა არ იყოს, გული გვწყდება…

ზოგიერთები ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომის მეორე დღესვე იღებენ და გულმოდგინედ ინახავენ, თუმცა ოჯახების უმეტესობას ნაძვის ხესთან განშორება ძველით ახალი წლის შემდეგ ურჩევნიათ. ამ დროს, ზამთრის არდადეგები მთავრდება, სკოლაში სწავლა იწყება და ყველა ცდილობს, სახლს პირვანდელი სახე დაუბრუნოს.

მაინც, როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე – ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე, თუ მის შემდეგ?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან განთავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ნაძვის ხის აღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

1. თუ ბუნებრივ ნაძვის ხეს მიანიჭეთ უპირატესობა, არავითარ შემთხვევაში არ დაწვათ და არც ცულით დაჩეხოთ. დატოვეთ ტყეში ან უბრალოდ სახლთან ახლოს დადეთ.

2. თუ თქვენი ნაძვის ხე ხელოვნურია, მაშინ სათამაშოების მოხსნის შემდეგ ფრთხილად დაშალეთ, მტვერი მოაშორეთ და სუფთა ყუთში შეინახეთ.

3. და მთავარი, როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე… როგორც აღმოჩნდა, ნაძვის ხე უნდა აიღოთ 18 იანვარს. თურმე დაუშვებელია, 19-ში, ნათლისღებას, სახლში ნაძვის ხე იდგეს.

ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან, რაც სახლის გენერალურ დალაგებასაც ითვალისწინებს.
წინა პოსტი

სერგეი ლავროვი - მოსკოვი იმედოვნებს, რომ აშშ და ნატო შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას

შემდეგი პოსტი

სკანდალი: VTB ბანკი აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აცხადებს