მთავარი»საზოგადოება»„როდემდე უნდა ჩაგრავდეს ამ ქვეყანაში უმრავლესობას უმცირესობა?“

„როდემდე უნდა ჩაგრავდეს ამ ქვეყანაში უმრავლესობას უმცირესობა?“

9
Shares
Pinterest Google+

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას მიმართავს:

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გურამ ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული“ – წერს ინაშვილი.

 

წინა სტატია

ჟურნალისტი ეკა გულუა სახალხო დამცველს მიმართავს - ძალიან უცნაურია სახალხო დამცველის მხრიდან სელექციური დამოკიდებულება

შემდეგი სტატია

პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები - ლგბტ თემი ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.