მთავარი»ეს საინტერესოა»რეკორდი – მდინარე ტეხურაზე 60 კილოგრამიანი ლოქო ანკესით დაიჭირეს

რეკორდი – მდინარე ტეხურაზე 60 კილოგრამიანი ლოქო ანკესით დაიჭირეს

7
Shares
Pinterest Google+

 

ზუგდიდში მცხოვრებმა სერგო ყურაშვილმა და მისმა შვილმა მამუკამ, სენაკის რაიონში მდინარე ტეხურაზე 60 კილოგრამამდე ლოქო დაიჭირეს.

„ორი დღეა მე და მამა ღამის თევით ვართ. მე დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით ვთევზაობდით. ადრეც დაგვიჭერია ლოქო ასე 30 კილოგრამამდე, მაგრამ ახლა რეკორდი ნამდვილად მოვხსენით. მე და მამა მხოლოდ ანკესით ვთევზაობთ. მეორეს თუ დავიჭირეთ კიდევ, გავუშვებთ“, – ამბობს ყურაშვილი.

ლოქოს სიგრძე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მამუკა ყურაშვილის თქმით, მდინარე ტეხურის ახალსოფლის ტერიტორიაზე დიდი ზომის თევზები ბინადრობენ.

მამუკა ყურაშვილმა ისიც გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე ხშირად თევზაობენ.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მთელი წლის განმავლობაში სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით დაშვებულია და ლოქოს ტიპის თევზის დაჭერა აკრძალული არ არის.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

"გარკვეული ორგანიზაციები და პოლიტიკოსები რელიგიასა და ოჯახურ ფასეულობებს ებრძვიან"

შემდეგი სტატია

„ბიძინა ივანიშვილთან ბოკერიას თანამშრომლობასა და ფარულ შეთანხმებას გამოვრიცხავ!“- გედევან ფოფხაძე

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *