მთავარი»Uncategorized»რაზე მიგანიშნებთ თქვენი ბინის ნომერი?

რაზე მიგანიშნებთ თქვენი ბინის ნომერი?

19
გაზიარებები
Pinterest Google+

ბინასთან ერთად, მის მფლობელს ნომერიც ერგება, თუმცა მის ფარულ შინაარსზე ალბათ, ბევრი არ დაფიქრებულა. დასაწყისისთვის, შეკრიბეთ ციფრები. მაგალითად, 138 = 1+3+8 = 12. 1+2 =3. გამოდის, რომ 3 138-ე ბინის ნუმეროლოგიური კოდია.

1

პლანეტა – მზე. ამ კოდის მატარებელი ბინა მის პატრონს შემოქმედებითი ენერგიით და სიცოცხლის სიყვარულით ავსებს. ბინის პატრონი ყურადღებით განებივრებული, ხშირად ხელოვანი ადამიანია. სასურველია, ბინაში ბევრი ჭაღი და მანათობელი მოწყობილობა და დომინანტი ფერი – მოწითალო-ფორთოხლისფერი იყოს. ასეთ ბინაში მყუდრო გარემოა, თუმცა თავს კონფორტულად მხოლოდ კეთილი ადამიანები გრძნობენ. ამ ბინაში ბოროტების ადგილი არაა.
2

პლანეტა – მთვარე (ინტუიცია და გამჭრიახობა) ამ კოდის მატარებელი ბინა ხელსაყრელია პატარა ბავშვის მშობლებისთვის, მუსიკოსებისა და მზარეულებისთვის. ბინაში მთავარი აქცენტი სარკეებზე უნდა იყოს გადატანილი. მთავარი ფერი ღია კრემისფერია, ცოტაოდენი ზურმუხტისფერი შეფერილობით. ამ ბინაში განსაკუთრებულად სააბაზანო ოთახის სისუფთავეზე უნდა იზრუნოთ.

3

პლანეტა – მარსი (ნებისყოფა და მოქმედება) ეს ბინა ზარმაცი და პასიური ადამიანებისთვის არაა. თუ არ იმოქმედებთ, თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა მიიღებს. ამ სახლში გამუდმებით რაღაც ფუჭდება: ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, ავეჯი და საკეტები, ამიტომ პატრონი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს. სასურველია, რომ ინტერიერში წითელი ფერი ჭარბობდეს. ამ ბინაში განსაკუთრებულად მისაღებზე და ტუალეტზე უნდა იზრუნოთ.

4

პლანეტა – მერკური (კონტაქტები) ამ კოდის მატარებელი ბინა მხოლოდ ალალ-მართალი და პატიოსანი ადამიანებისთვისაა. ტყუილი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. ბინის მეპატრონეებს მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა ხიბლავთ. ინტერიერში მთავარი ინფორმაციასთან დაკავშირებული ობიექტებია – ტელევიზორიდან და ტელეფონიდან დაწყებული, ფოტოებით დამთავრებული. მთავარი ფერები ცისფერი და რუხია.

5

პლანეტა – იუპიტერი. აქ ყველაფერი გლობალურადაა და პოლიტიკას,  მეცნიერებას ან ადამიანთან გაერთიანებას უკავშირდება. ამ ბინას მეწამული ფერი, ბრინჯაოს საგნები და მდიდარი ბიბლიოთეკა უხდება. ერიდეთ აგრესიას და მრისხანებას და ყველაფერი კარგად იქნება.

6

პლანეტა- ვენერა (დასვენება, სიყვარული, კომფორტი)ამ ბინის მაცხოვრებლებს ნამდვილად გაუმართლათ. ისინი კეთილი, მხიარული და სტუმართმოყვარე ადამიანები, მაგრამ ნამდვილი სკანდალისტები არიან. ბინის მთავარი ფერია კრემისფერ-ყავისფერი. ინტერიერს დიდი და ფუმფულა დივანები, მრგვალი მაგიდები, ხალიჩები და ყვავილები უხდება. ჩვეულებრივ, ასეთ სახლში ცხოველები უყვართ.

7

პლანეტა – სატურნი (გამუდმებული გამოცდები) ამ ბინაში მცხოვრები ადამიანები ხშირად არიან დაძაბულ სიტუაციებში და სხვადასხვა სახის შეზღუდვებს განიცდიან, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგადაა. მთავარია საკუთარი ქმედებები კრიტიკულად შეაფასოთ. დომინანტი ფერი – მუქი ლურჯი.

8

პლანეტა – ურანი. ეს ასტროლოგებისა და ნათელმხილველების ბინაა. თუ აქ შემთხვევით, პრაგმატული და მატერიალისტი ადამიანი აღმოჩნდა, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ბინის პატრონი ყოველთვის მეგობრებითაა გარშემორტყმული. ინტერიერის გასაფორმებლად, აუცილებლად მხიარული ფერები გამოიყენეთ და ცისფერიც არ დაივიწყოთ. ფანჯრები ყოველთვის სუფთა გქონდეთ და ელექტრომოწყობილობებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

9

პლანეტა – ნეპტუნი. საკმაოდ მძიმე ბინაა! საცხოვრებლად შესაფერისია სასულიერო პირებისთვის, მუსიკოსებისთვის, მეზღვაურებისა და ექსტრასენსებისთვის. აქ ძალიან ადვილია მავნე ჩვევების შეძენა. ბინა თითქოს ბერმუდის სამკუთხედია – გამუდმებით ნივთები იკარგება.

ახლა შეგიძლიათ შეამოწმოთ რამდენად შესაფერის ბინაში ცხოვრობთ, თუმცა ეცადეთ ამას ძალიან სერიოზულად არ შეხედოთ. ბოლოს და ბოლოს, ბინა მისი პატრონის ანარეკლია და შეგიძლიათ ისე შეცვალოთ, როგორც თქვენ გინდათ.

წინა პოსტი

დეკანოზ მამალაძის საქმეზე EMC სასჯელის გადავადებას ითხოვს

შემდეგი პოსტი

„გ ა მ ო ვ შ ტ ე რ დ ი, დამირეკეს თქვენი შეკვეთა მოვიტანეთ გამობრძანდით აივანზეო“