მთავარი»საზოგადოება»„რაც საქართველოში ხდება, არ ვიცი ოდესმე, სადმე, რომელიმე ქვეყანაში თუ მომხდარა“

„რაც საქართველოში ხდება, არ ვიცი ოდესმე, სადმე, რომელიმე ქვეყანაში თუ მომხდარა“

13
გაზიარებები
Pinterest Google+

პროგრესნიუსსკოალიციასახალხო ტრიბუნებისპრეზიდენტი, მოძრაობა „ჩვენ“-ის ლიდერი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

_ კომერციულ ბანკებს არც ზამთრის მოსვლა აბრკოლებთ, არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ძველებური შემართებით აგრძელებენ ოჯახების გამოსახლებას. რაც მე ვიცი, ამ უახლოეს დღეებში მარტო „საქართველოს ბანკმა“ 6 ოჯახი გამოასახლა და ძალიან ძვირადღირებული ქონებები წაართვა. წარმოიდგინეთ, ხალხმა ფული გადაიხადა იმაში, რომ ქონება დაეკარგა, რადგან თითქმის ყველა შემთხვევაში გამოსახლებულებს „ძირი თანხა“ გადახდილი ჰქონდათ და  სახლ-კარი პირგასამტეხლოებში და ჯარიმებში დაკარგეს. აი, ამის ხარჯზე მდიდრდებიან ჩვენი ბანკები.
_ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები წინა თვესთან შედარებით, 546.6 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ნოემბრისათვის 46.3 მლრდ ლარი შეადგინა.
_ როგორც გითხარით, კომერციული ბანკების ძირითად შემოსავალს პირგასამტეხლოებიდან და ჯარიმებიდან ამოღებული თანხა შეადგენს.  რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, არ ვიცი სადმე, ოდესმე, რომელიმე ქვეყანაში თუ მომხდარა. ამჟამად ერთი ადამიანის საქმეზე ვმუშაობთ, რომელიც გადახდისუნარიანია და ბანკს ეხვეწება თანხა გადამახდევინე და ჩემს სახლს თავი დაანებეოო, მაგრამ ბანკი ქონების წართმევით არის დაინტერესებული.
_ წესით, პირიქით უნდა იყოს..
_ წესით კი, მაგრამ ბანკებს ფული არ უჭირთ, ამიტომ გვაიძულებენ, რომ გადახდის უუნარო მდგომარეობაში ჩაგვაგდონ და ჩვენი ქონება დაისაკუთრონ.  ჩვენი ეროვნული ბანკის მოღალატეწობრივმა პოზიცია, რომლის რეფინანსირების თანხები გასცა და გასცა საშუალება მისცა ჩვენი ქონება დაესაკუთრებია და ფულსკიდევ გასცემენ. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ეროვნული ბანკია, რომელმაც მოსახლეობის გაღატაკებაში და უსახლკაროდ დარჩენაში ლომის წილი შეიტანა. მე თუ მკითხავთ, ეროვნული ბანკის ყველა პრეზიდენტი, ქადაგიძიდან მოყოლებული, უმკაცრესად დასასჯელია. რეფინანსირების თანხამ დაღუპა საქართველო. ეროვნული ბანკი რომ ბანკებს რეფინანსირების თანხას არ აძლევდეს, სულ სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ ახლა ბანკს ფულის დეფიციტი არ აქვს იმიტომ, რომ რეფინანსირების თანხას ეროვნული ბანკი აძლევს, რომ რაც შეიძლება მეტი ქონება წაგვართვას. გურჯაანის რაიონის სოფელი ვაჩნაძიანში მცხოვრებ 4 შვილის მამას, ვლადიმერ ნატროშვილს „კრედიტპლიუსმა“ 900 დოლარის გამო სახლის გაუყიდა. წარმოიდგინეთ, ამ კაცმა 18 000-მდე გადაიხადა თავისი პროცენტებით და პირგასამტეხლოებით. 900 დოლარი იყო დარჩენილი, რომ ბანკს შეუთანხმდა, თურქეთში წავალ, ერთ თვეში დავბრუნდები და გადავიხდიო და ერთ თვეში დაბრუნებულს ქონება აუქციონზე გაყიდული დახვდა. 900 დოლარისთვის გაუყიდეს როგორი ქონება იცით? მყიდველი დაბრუნებაში 35 000 $ რომ ითხოვს. ასე მოექცნენ 4 შვილის მამას, რომელსაც სახელმწიფო პირიქით, უნდა ეხმარებოდეს.
წესით, განგაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა აგვეტეხა, როცა ეკონომიკის ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბანკის ვალის მქონე მოსახლეობით.
„ეს არის მსოფლიოს ისტორიული მაქსიმუმი. არცერთ წელს, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში დაფიქსირდა. საქართველო პირველ ადგილზეა ბანკის ვალის მქონე მოსახლეობით. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც მკვეთრად არიან დამოკიდებული საბანკო სექტორზე“ – ეს დუნდუას სიტყვებია.
_ შექმნილ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ?

_  მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, ამიტომ ხელისუფლებას ფულად სარედიტო პოლიტიკის შეცვლა თუ არ მოვთხოვეთ, ერთ დღეს ალბათ ეშელონებში შეგვყრიან და გაგვასახლებენ.  ამ ქვეყნის 30 წლიანმა ფულად-სარედიტო პოლიტიკამ  ორ მილიონამდე ქართველის ქვეყნიდან გაქცევა გამოიწვია. დიახ, ამ პოლიტიკის წყალობით გარბიან ადამიანები და საზღვარგარეთ მონურ მუშაობას თანხმდებიან.  ეს არის კანონის სახელით მოწყობილი გენოციდი საკუთარი ერის მიმართ. საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და დანარჩენი 70% -80% კომერციულ ბანკებს. ყველა უბედურებასთან ერთად, ამ  ბანკებს რომ საერთაშორისო ორგანიზაციების 5 მილიარდიანი ვალი აქვთ, ისიც შეიძლება ჩვენი გადასახდელი გახდეს. როგორ? სახელმწიფომ თუ ეს ბანკები  გაკოტრებულად არ გამოაცხადა,  ვალის სანაცვლოდ, შეიძლება მთელი ქვეყანა დაისაკუთრონ. ხომ ხედავთ, ამერიკის საელჩომაც გვახარა, ამერიკაში ლელგალურად მუშაობის უფლებას მოგცემთო და ივანიშვილმაც საზღვარგარეთ დასაქმებისკენ მოგვიწოდა. ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვალების გამო ქვეყნიდან გავიქცეთ  და სხვა ქვეყნებს ჩავბარდეთ. ეს არის მსოფლიოს ახალი წესრიგის ავტორთა მიერ შექმნილი მზაკვრული გეგმა, რომელიც ყველა პატარა ერს განადგურებით ემუქრება, თუმცა განსაკუთრებული სამიზნე მაინც საქართველოა.

„პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

მცხეთაში, რამდენიმე პირი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავეს

შემდეგი პოსტი

აკაკი ზოიძე პარლამენტიდან და პოლიტიკიდან მიდის