მთავარი»საზოგადოება»რატომ უნდა გაგიჩნდეს პრეზიდენტს, დედას, მკვლელის შეწყალების სურვილი?

რატომ უნდა გაგიჩნდეს პრეზიდენტს, დედას, მკვლელის შეწყალების სურვილი?

8
Shares
Pinterest Google+

 

“დღეს პრეზიდენტის უმსგავსო შეწყალებებმა გული დამიმძიმა და ერთი მკვლელობის ამბავი გამახსენა..
მკვლელი ხომ ერთს არ კლავს, ის მთელ ოჯახს ანადგურებს და მიკვირს, შემწყნარებელი მარტო მკვლელზე რომ ფიქრობს, ვინმეს რატომ არ ახსენდება მოკლულის პატრონი..?
ქართული ანდაზააა – “ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო” ..
ასე რომ, მკვლელი – მკვლელია..
წლების წინ მოხდა თბილისში..
ორი უსაყვარლესი მეგობარი, სერიოზული ბიჭები, რომლებიც ძმებივით გაიზარდნენ და ბოლომდე, ერთმანეთის გარეშე, ერთი დღეც რომ ვერ ძლებდნენ, ერთმანეთის ოჯახში შვილად მიღებულები, დედისერთა ვაჟკაცები…
არანასვამ მდგომარეობაში ერთი კლავს მეორეს – იარაღის გაწმენდის დროს შემთხვევით გავარდნილი საბედისწერო ტყვიით..
ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა..
ამ დროს ზუსტად “ეშმაკს არ სძინავსო” მომენტმა იმარჯვა სამწუხაროდ..
დატრიალდა საშინელება..
მოკლულის ოჯახმა, რა თქმა უნდა, არ უჩივლა …
ტრაგიკულად გადაიტანა ცოცხალმა ძმაკაცმა და რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობაც..
მოკლულის ოჯახმა არ მიატოვა და ესეც საკუთარი მშობლებივით თავს ევლებოდა…
ყველამ აპატია, მაგრამ თვითონ ვერ აპატია საკუთარ თავს და განაჩენიც გამოუტანა – თავში ტყვია დაიხალა, შეყვარებულ გოგონას ბინაში,  რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა..
შოკში ჩავვარდით მეზობლები..
გასვენებაში მეც ვიყავი..
დედა ატირებდა, რომ მოკლული ძმაკაცის დედას “თავაწეული შევხედავ ეხლაო” ..
ყველამ აპატია, ყველამ, მაგრამ სინდისის ქენჯნა – ეს უსასტიკესი ტკივილია. შეიძლება სასჯელის მოხდას ამ ნაბიჯისგან კიდეც დაეცვა, აეცილებინა…
მე არ ვიცი სწორი იყო თუ არა მისი ნაბიჯი, მაგრამ გულით გავუგე, რომ პატიოსანი კაცი სხვაგვარად ვერ მოიქცა..
მან საკუთარ თავს ასეთი სასჯელი გამოუტანა…
პრეზიდენტის შეწყალებული მკვლელების პატრონები ალბათ ზარზეიმით აღნიშნავენ მკვლელი შვილების თავისუფლებას …
უფალმა დაიფაროს ყველა შვილი მაგრამ, “კაკაბეთის ზარების” მომხრე უფრო ვიქნები, ვიდრე “ვეფხისა მოყმეში” – მოყმის დედის..
ზრდი წვალებით და ვიღაც ნაძირალა კლავს…
რატომ უნდა გაგიჩნდეს პრეზიდენტს და თანაც დედას მისი შეწყალების სურვილი “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია”?????? – წერს ეთო სულაქველიძე  ფეისბუქზე. 

წინა სტატია

ეს უნდა დამეწერა - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

შემდეგი სტატია

განმარტონ კონკრეტულად ვინ, რომელმა სამსახურმა შეიმუშავა აგვისტოს შეწყალების სია!