მთავარი»მსოფლიო»რატომ მიუახლოვდა NATO-ს გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს? – ალიანსის განმარტება

რატომ მიუახლოვდა NATO-ს გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს? – ალიანსის განმარტება

8
Shares
Pinterest Google+

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.

აღნიშნულის პასუხად, ნატოში განმარტავენ, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდა, ამიტომაც ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

ალიანსისი განცხადებით, როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა.

მეტრონომი

წინა სტატია

ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა - იგოეთთან ავარიაში 3 ადამიანი დაიღუპა

შემდეგი სტატია

ომარ გამყრელიძე შვილს დედის მკვლელობაში დაეხმარა? - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები