მთავარი»Slider»რატომ გადაიხადა სააკაშვილმა 147 ათასი ევრო ნეონის ჭაღებში?

რატომ გადაიხადა სააკაშვილმა 147 ათასი ევრო ნეონის ჭაღებში?

12
გაზიარებები
Pinterest Google+

“ვწერ ყოვლად აპოლიტიკუტად, ვწერ ადამიანი, ვისაც სილამაზე გამეგება და ხარისხს ვხვდები.პოლიტიკურ პოსტებს ნუ მიაბამთ, მხოლოდ ჭაღებზე..
ეს პრეზიდენტის სასახლის ჭაღებია.
ის ლურჯი ბროლის ახლანდელი ნაყიდია და ოჯახი, რომელიც ძალიან საჭიროებდა ფულს და ვერ ყიდდა, დღემდე ლოცავს პრეზიდენტს, სადღაც 50 000 $ დაჯდა და თანხა საქართველოში დარჩა. აი ნეონის დებილობას რომ ხედავთ , ” რგვალს”, ის ” ევროპებიდანაა” ჩამოტანილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს და თანხაც ევროპაში დარჩა, ფასი 49 000 € ფარგლებშია და მასეთი 3 კიდია სასახლეში. არავის, არასდროს ამაზე ისტერიკა არ აგიწევიათ და მიკვირს, ან განსხვავებას ვერ ხედავთ, ან სილამაზეს ვერ აღიქვამთ, აბა სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.
ჩემი სიტყვების გადასამოწმებლად მიბრძანდით და დაათვალიერეთ სასახლე და ზუსტ ფასებს ისინი მოგახსენებენ.
ვინც არ იცის როგორ იხარჯება ბიუჯეტის ფული, რაც არის გაწერილი კოდით, იმაში უნდა დაიხარჯოს, ბიუჯეტით გამოყოფილი იყო სასახლის მოსაწყობი თანხა, ამ თანხას განაგებს სპეციალური ორგანიზაცია და არა პრეზიდენტი, გათვალისწინებულზე 4- ჯერ ნაკლები დაიხარჯა, იმიტომ, რომ უცხოეთიდან არ გამოიწერეს მდფ- ის ავეჯი და აქვე 40 ოჯახიდან შეისყიდეს უნიკალური ნივთები და თანხა დაზოგეს, თან საქართველოში დატოვეს, საოცარი ნივთებია და ყველას შეგიძლიათ დათვალიერება.
პ.ს. პოსტი აპოლიტიკურია და პოლიტიკურ დებატებში ნუ გამრევთ, არ აგყვებით. სილამაზეზე და ხელოვნებაზე კი სიამოვნებით” – წერს ფეისბუქზე ხათუნა ხუნდაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

წინა პოსტი

ტეხასში 2 ტონიანი „სნიკერსი“ დაამზადეს

შემდეგი პოსტი

თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს