მთავარი»Slider»რატომ ჩავარდა აბასთუმნის წყალმომარაგების ტენდერი, რა ხდება მარნეულში, მანგლისში და ვინ გააბრაზა ივანიშვილი!?

რატომ ჩავარდა აბასთუმნის წყალმომარაგების ტენდერი, რა ხდება მარნეულში, მანგლისში და ვინ გააბრაზა ივანიშვილი!?

10
Shares
Pinterest Google+

რამდენიმე დღის წინ „პროგრესნიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა მანგლისში წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებს. იხ. ბმული http://progressnews.ge/manglisshi-onkanidan-talakhiani-tsqhali-modis-moitsamlnen-bavshvebi-da-mokhutsebi/ .
მანგლისში მოსახლეობას ტალახნარევი წყალი მიეწოდებოდა, რის გამოც მოიწამლნენ ბავშვები. ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმავე დღეს ირიბად დაადასტურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ. იხ. ბმული აქ http://progressnews.ge/tsqhalmomaragebis-kompaniam-daadastura-manglisshi-talakhiani-tsqhlis-mosakhleobisathvis-mitsodebis-phaqti/ . 
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თურმე კომპანიამ მანგლისის მოსახლეობა გააფრთხილა არსებული ხარვეზის  შესახებ, მაგრამ მათ ეს არ გაითვალისწინეს და ტალახნარევი წყალი მაინც დალიეს. არადა, მანგლისს დაბინძურებული წყალი თითქმის წელიწადია რაც მიეწოდება. მოკლედ, კომპანიამ მანგლისელებს უთხრა – ბრმებიც ხართ და ყრუებიცო…
მაგრამ მანგლისელები არც ბრმები არიან, არც ყრუები, არც მონები და შეუძლებელი შესძლეს…
ის, რაც არ თქვა წყალმომარაგების კომპანიამ და რასაც ამბობენ მანგლისელები: „პროგრესნიუსის“ მიერ პრობლემის გახმაურების შემდეგ, ადგილზე, მანგლისში, ჩავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთაც მოუსმინეს მანგლისელებს და სიუჟეტში დასვეს სამართლიანი კითხვა: ამ განუკითხაობის ფონზე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? კითხვამ, რბილად რომ ვთქვათ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დააბნია და „ზემოთ“ უცებ „დაფაცურდნენ“. ჩვენი ინფორმაციით, მანგლისში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და თან ისეთი სისწრაფითა და მონდომებით, რომ დამხმარე ძალად კომპანიამ ადგილობრივებიც კი გამოიყენა.
„პროგრესნიუსმა“ ასევე გაარკვია, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ჩააგდო აბასთუმნის პროექტი. დიახ, აი, ის პროექტი, რომლის განხორციელებაც ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა და რომლის შესახებაც სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერდა: „აბასთუმანში დაწყებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩააგდო წყლის ტენდერი.  წყლისა და გზის გარეშე საკურორტო ზონის მომხიბვლელობაზე საუბარი, ოცნების სფეროსაც სცდება. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ჩავარდნის და ზოგადად, აბასთუმანსა და მანგლისში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ იცის.
ინფრასტრუქტის სამინისტროს შემდეგი კრახი და სამართალდარღვევა, რომელსაც იურისტები კრიმინალს ეძახიან და კანონი საკმაოდ დიდ სასჯელსაც ითვალისწინებს, ეხება  მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალანირების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ჩვენ ამ თემაზე, ცოტა ხნის წინ, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერის“ მიერ გამოქვეყნებული ძალიან საინტერესო სტატია შევთავაზეთ  მკითხველს. „თაიმერმა“ თავის მხრივ სტატია დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნდა და ხელისუფლებაში რომ არ სძინავდეთ, დღეს ისევ მარნეულის ტენდერზე და ამ ტენდერში არსებულ მორიგ კანონდარღვევაზე არ წაიკითხავდით მასალას.
„პროგრესნიუსის“ ინფორმაციით, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალანირების მშენებლობა-რეაბილიტაციის უკვე დასრულებული ტენდერის მოთხოვნებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეაქვს ცვლილებები. დიახ, ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც დასახელებული, მაგრამ სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ სატენდერო მოთხოვნები გამარჯვებული კომპანიის გამოცხადების შემდეგ, დააკორექტიროს და ამისათვის დაიქირავა საზედამხედველო კომპანია „HILL INTERNATIONALE DA TEMELSU“. კომპანიას სამინისტრომ მისცა დავალება ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნა, წყლის მილები იყოს თუჯისა, “რაღაც მანქანებით“ ჩაანაცვლოს პოლიეთილენის მილებით.
საქმე ისაა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არა აქვს თუჯის მილებზე მუშაობის გამოცდილება. ტენდერში მონაწილეობის პირველ ეტაპზე კომპანიას შეეძლო მიეთითებინა, რომ არ ჰქონდა გამოცდილება და სხვა, ამ კუთხით გამოცდილ კომპანიასთან ერთად შესულიყო ტენდერში, მაგრამ ეს „პროცედურა“ ნიშნავდა „ფულის გატეხვას“, კომპანია კი გაყოფას, როგორც ჩანს,  მიჩვეული არაა. ესეც რომ არა, კომპანიას სამინისტროსაგან სრული კარტბლანში ჰქონდა და გამარჯვება „ჯიბეში ედო“.
ვიდრე ამ ტენდერის დეტალებს გაგაცნობთ, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მსგავსი მცდელობა ცქიტიშვილის წინამორბედს ზურაბ ალავიძესაც ჰქონდა, მაგრამ ვერ ქალბატონი მაიასავით „მაკვარანცხი“ ვერ აღმოჩნდა და „დაალაგა“.

ტენდერი, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, 2016 წელს გამოცხადდა და რამდენჯერმე გადაიდო, ჩავარდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი „წვალების“ შემდეგ ტენდერი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კომპანიამ. კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, ტენდერის საპროექტო ღირებულება 75 მილიონი დოლარია. 12 მონაწილე კომპანიიდან ყველაზე დაბალი ფასი – 55 მილიონ 800 ათასი დადო კომპანიამ „ალკე-აზერბაიჯანი“. ჩინურმა კომპანიამ „ჯეო-ინჟინერინგი“ 56მლნ.700 ათასი, კომპანიამ „სინოჰიდრო“ 63 მლნ. 900 ათასი, „სადემ“ – 58 მლინ, „აშინ-შაათმა“ – 64 მლნ.900 ათასი და ასე შემდეგ. მოკლედ, ტენდერი მოიგო „ალკე-აზერბაიჯანმა“. სამინისტროსათვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ვარკვევთ, რომ „ალკე-აზერბაიჯანი“ დაარსებულია 2016 წელს.
ზოგადად, ტენდერის იმპერატიული მოთხოვნა, რომელსაც მონაწილე კომპანიები უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდნენ, არის გამოცდილება, რომელიც მათ მიღებული აქვთ ანალოგიური სამუშაოების შესრულებით. „ალკე-აზერბაიჯანი“ ამ კუთხით მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ არა ერთი „მაგრამ“. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ალკე-აზერბაიჯანი“ 2016 წელსაა შექმნილი, მარნეულის ტენდერში კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ თურმე „ალკე-აზერბაიჯანი“ „ანალოგიურ გამოცდილებას“ დაარსებამდე ღებულობდა. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები – „ალკე-აზერბაიჯანმა“ მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ „ჩასახვამდე“ მუშაობდა. ცქიტიშვილმა, ამ „გამოცდილმა“, „სანთლით მოძებნილმა“ კადრმა კი უპირობოდ დაიჯერა, რომ თესლი განაყოფიერებამდე იძლევა ნაყოფს, რას ვიზამთ, სოფლის მეორნეობის დეტალები ყველამ ხომ არ იცის?!

ყველაზე მთავარი ამ დარდუბალაში: მარნეულის ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „ალკე-თურქეთი“. კომპანიამ, რომელიც დაარსებულია 1954 წელს, აღამოაჩინა, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ სატენდერო შესრულებაში „ალკე-თურქეთის“ მონაცემები აქვს ჩაწერილი. მარტივად რომ ვთქვათ, „ალკე-აზერბაიჯანმა“ „ალკე-თურქეთს“ მოპარა 1954 წლიდან 2016 წლამდე შესრულებული ყველა სამუშაო და საკუთრად გაასაღა. ამას, კანონმდებლობა თაღლითობად აფასებს და სათანადო სასჯელიც არსებობს, სხვათაშორის, თაღლითობის მუხლი ამნისტიასაც კი არ ექვემდებარება, მაგრამ მაია ცქიტიშვილმა „ღვთის წყალობად“ მიიღო ის, რომ ერთ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას დოკუმენტაციაში ერთი და იგივე შესრულებული სამუშაო ჰქონდა მითითებული და რაც მთავარია „ალკე-აზერბაიჯანი“ იმდენად „მონდომებული“ ჩანდა თავისი გაყალბებული დოკუმენტაციებიდან, რომ ცქიტიშვილმა კომპანიის „ბრწყინვალებას“ მაშინაც კი ვერ გაუძლო, როცა „ალკე-თურქეთმა“ აცნობა „მაკარ გატყუებენო“.

აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უამრავ კითხვას ბადებს: როგორც მოგახსენეთ, ტენდერი გამოცხადდა 2016 წელს. გამოცხადებიდან მალევე ჩაიშალა, იმჟამინდელმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, განაცხადა, რომ ტენდერის პირობებში შეეტანათ ცვლილებები და მარნეულს მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებაც დამატებოდა. ეს ერთი შეხედვით „ჰუმანური აქტი“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს, რომ არა ერთი „ფანჯარა“: ტენდერი მეორედ გამოცხადდა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 2016 წელს შექმნილმა კომპანიამ „ალკე-აზერბაიჯანმა“. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მარნეულის 75 მილიონდოლარიანი ტენდერის გამო შეიქმნა სასწრაფოდ „ალკე-აზერბაიჯანი“, რის საფუძველსაც იძლევა ტენდერში, ახლადჩამოყალიბებული კომპანიის გაყალბებული დოკუმენტაციით გამარჯვება.
როგორც აღვნიშნეთ, „ალკე-თურქეთმა“ ცქიტიშვილს აცნობა არსებული კრიმინალის შესახებ და დამატებით წარუდგინა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ ქვეყანაში გამოცხადებული მსგავსი ტენდერის დოკუმენტაცია, სადაც „ალკე-აზერბაიჯანი“ „ალკე-თურქეთისთვის“ მოპარული შესრულებული სამუშაოს ხარჯზე აპირებდა ტენდერის მოგებას. იმხანად, ამის შესახებ „ალკე-თურქეთმა“ აცნობა მსოფლიო ბანკს (რომელიც პროექტს აფინანსებდა) და სამუშაოს დამკვეთ ქვეყანას, რის შემდეგაც „ალკე-აზერბაიჯანი“ დისკვალიფიცირებულ იქნა. რას წარმოიდგენდა „ალკე-თურქეთი“, რომ „ევროპული გაგების“ „სანთლით მოძებნილი“ მაია ცქიტიშვილი ყველა ამ დოკუმენტაციას ურნაში თუ მოისროდა და „ალკე-აზერბაიჯანს“ გამარჯვებულად გამოაცხადებდა?
ხაზგასმით – მაია ცქიტიშვილმა ნაგავსაყრელში გადაუძახა „ალკე-თურქეთის“ ოფიციალური წერილი, რომლითაც კომპანიამ მინისტრს აცნობა, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ გაყალბებული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, რომ მათ თაღლითურად მოიპარეს მონაცემები. განცხადებაზე თანდართული იყო ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტაცია, რაც გაყალბებას ადასტურებდა და დასმული იყო შეკითხვა: როგორ შესძლებდა 2016 წელს დაარსებული კომპანია, ვთქვათ, 1990 წელს, ან თუნდაც, 2014 წელს ჩაეტარებინა სამუშაობები და მოეგო ტენდერები?
აი, ასე ჩატარდა ტენდერი მარნეულის წყალმომარაგებისათვის და აი, ასე ხდება გამარჯვებული კომპანიის სასარგებლოდ, როგორც კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა „რაცხეების გაიმასქნება“.

 

წინა სტატია

კვიცი გვარზე ხტის - არჩევნებში სანდრას მოსაგებად ნიკა მელია საკუთარ სიცოცხლეს გაწირავს

შემდეგი სტატია

სანკტ-პეტერბურგში ექიმმა პაციენტს 22 საღი კბილი ამოუღო

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.