მთავარი»კულტურა»რატომ აუკრძალეს ფოლკლორულ ანსამბლს საიუბილეო ღონისძიებაზე 41 სანთლის ანთება?

რატომ აუკრძალეს ფოლკლორულ ანსამბლს საიუბილეო ღონისძიებაზე 41 სანთლის ანთება?

10
Shares
Pinterest Google+

 

ქართული ოცნების“ წევრმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნუგზარ გიორგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ “ელესას“ საიუბილეო ღონისძიებაზე 41 ცალი სანთლის ანთება აუკრძალეს.

“2019 წელს სრულდება ფოლკლორულ ანსამბლ”ელესას“ 41 წლისთავი. ფოლკლორის ცენტრში,თათბირზე, გურიის რეგიონის ცენტრისხელმძღვანელმა, ავთანდილ სურგულაძემ,პროდიუსერების მიერ შეთავაზებულიღონისძიების პროექტი დაიწუნა. როდესაც უთხრეს,რომ აინთებოდა 41 ცალი სანთელი და ამ სანთლებით გამოისახებოდა ციფრი 41, რომელიც სიმბოლურად ასახავდა ანსამბლის საიუბილეო თარიღს, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ რა ციფრიც გინდათ გამოსახეთ, 42 ან 45, მაინც ვერავინ ვერაფერსგაიგებს, ოღონდ ეგ საშინელი ციფრი არა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდებაო.

ასეთი პიროვნება მართავს ფოლკლორის ცენტრს, რომელსაც ეჯავრება “ქართული ოცნება”, მაგრამ სახელმწიფობიუჯეტის ფული კი უყვარს. ბატონ დონაძეს, ნეტავ, ბევრი ჰყავს ასეთი ადამიანები დასაქმებული ამ სფეროში?!ნუთუ, არ იცით, რომ ეს ადამიანი სააკაშვილის მმართველობის პირმშოა?!“ _ წერს გიორგაძე.

“გურია ნიუსი“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის  რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ავთანდილ სურგულაძეს დაუკავშირდა:

“ეს არის აბსურდული თემა. ჯერჯერობით, სცენარზე მუშაობა ახლა მიდის. არანაირ სიმართლეს არ შეეფერება ნუგზარ გიორგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?!  ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად ვაკეთებთ. ახლა მზადდება სცენარი და აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს ღონისძიება“, _ გვითხრა ავთანდილ სურგულაძემ.

gurianews.

 

წინა სტატია

„კი არ გაამართლეს, ნაქურდალი დააბრუნებინეს და პანღურებით გამოყარეს ქვეყნიდან“

შემდეგი სტატია

ოტობაიადან დღეს გატაცებული მამაკაცი ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მოწმეა?!

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *