მთავარი»კატეგორიის გარეშე»რატომ ატარებენ ამერიკელი ჯარისკაცები მუქ სათვალეს?

რატომ ატარებენ ამერიკელი ჯარისკაცები მუქ სათვალეს?

7
Shares
Pinterest Google+

მუქი სათვალე, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები ატარებენ, უბრალოდ აქსესუარი და მზისგან დაცვის საშუალება არ გახლავთ. მათი მთავარი ფუნქცია მხედველობის ორგანოების გარეგანი დაზიანებისგან დაცვაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ქვეითები ორი სახის სათვალეს ატარებენ: ბალისტიკურს და ტაქტიკურს. ისინი შექმნილია მტკიცე მასალის – პოლიკარბონატისგან, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევებისა და ტყვიის შეჩერებაც კი შეუძლია. რა თქმა უნდა, ჯარისკაცი ტკივილს იგრძნობს და შესაძლოა, დაზიანებებიც მიიღოს, მაგრამ საიმედო დაცვის წყალობით, ეს დაზიანებები სასიკვდილო არ იქნება.
გარეგანი დაზიანებისგან დაცვის გარდა, მუქი სათვალე მზის სხივებისგანაც იცავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ძირითადად, ცხელ ქვეყნებში იბრძვიან, ეს ფუნქცია ნამდვილად აუცილებელია.

 

წინა სტატია

ქურდების ქურდული სასამართლო

შემდეგი სტატია

ტყვიის მაღალი კონცენტრაციით ქუჩაზე მეტად, საკუთარ ბინებში ვიწამლებით

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.