მთავარი»საზოგადოება»რატომ არის სახიფათო თბილისის ზღვაზე ბანაობა ლისისა და კუს ტბებისგან განსხვავებით?

რატომ არის სახიფათო თბილისის ზღვაზე ბანაობა ლისისა და კუს ტბებისგან განსხვავებით?

9
Shares
Pinterest Google+

 

თბი­ლის­ში არც ისე ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებთ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში გაგ­რი­ლე­ბა და გარ­თო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვი­საც შავი ზღვა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან ან სხვა მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ეშო­რე­ბა, თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლე გზით მი­დის და კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ პლაჟ­ზე გრილ­დე­ბა.

არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ლი­სის და კუს ტბე­ბიც. თუმ­ცა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ამ წყალ­სა­ცა­ვებ­სა და ტბებ­ში ბა­ნა­ო­ბა, ეს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­არ­კვია. უწყე­ბამ სინ­ჯე­ბი მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის თვე­ში აიღო და 29 კომ­პო­ნენტზე – 26 ქი­მი­ურ და 3 მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ პა­რა­მეტრზე შე­ა­მოწ­მა.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის, წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ზღვის სინ­ჯებ­ში ქი­მი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა არ არის, წყლის ხა­რის­ხი კი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. სხვა სი­ტყვე­ბით, რომ ვთქვათ, თბი­ლი­სის ზღვა­ში, ლი­სი­სა და კუს ტბა­ში გა­საგ­რი­ლებ­ლად ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, თუმ­ცა გან­გა­შის სა­ფუძ­ველს სულ სხვა, გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი სა­კი­თხი აჩენს.

“ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლი­სის ზღვა და გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის, ამის მი­ზე­ზი კი გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა:

“თბი­ლი­სის ზღვა კულ­ტუ­რულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად ბოლო წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ასე­თი ფუნ­ქცია თბი­ლი­სის ზღვას არ ჰქონ­და. ეს იყო მხო­ლოდ წყალ­სა­ცა­ვი, რო­მელ­საც ქა­ლა­ქი მხო­ლოდ წყლის და­სა­ლე­ვად მო­იხ­მარ­და.

ეს ფუნ­ქცია მას ახ­ლაც აქვს, უბ­რა­ლოდ, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გაჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე კუს­ტა­რუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა – ეს გუ­ლის­ხმობს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ადი­ან ამა თუ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ბა­ნა­ო­ბენ, ის­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ად­გი­ლე­ბი არ არის გახ­სნი­ლი სა­ბა­ნა­ოდ და არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კულ­ტუ­რულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნე­ბად.

თბი­ლი­სის ზღვა­ზე მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია და იქ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, შე­მო­სა­ზღვრუ­ლია ტივ­ტი­ვე­ბით ეს ტე­რი­ტო­რია და მხო­ლოდ იქ შე­იძ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბა­ნა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი, არის კუს­ტა­რუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი, სა­დაც არ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, არ არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს ამ ად­გი­ლებ­ში არ­სე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე” – გან­მარ­ტავს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ის AMBEBI.GE-ს არა მხო­ლოდ რო­გორც კამ­პა­ნია – “იცუ­რე მშვი­დად” ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და სა­კი­თხის ექ­სპერ­ტი, არა­მედ რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ესა­უბ­რა. ორი წლის წინ, მისი 16 წლის შვი­ლი – ცოტ­ნე, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბის არარ­სე­ბო­ბას ემსხვერ­პლა. მას შემ­დეგ ალე­კო, ამ ად­გი­ლებ­ში ნიშ­ნე­ბის დად­გმის­თვის იბ­რძვის, თუმ­ცა ჯერ კონ­კრე­ტულ შე­დეგს ვერ მი­აღ­წია.

“ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პრობ­ლე­მებ­ზე არ სა­უბ­რობს. გა­სულ წელს და­ვი­წყეთ კამ­პა­ნია „იცუ­რე მშვი­დად”, მაგ­რამ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­რი­დოს თა­ვი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ას, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი შე­მო­ზღუ­დოს ბა­რი­ე­რე­ბით და გა­აკ­რას გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი.

არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა. ბოლო წლებ­ში და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი. ეს ად­გი­ლე­ბი ვარ­კე­თი­ლის მხრი­დან არის და აქ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში მო­რე­ვე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ.

ე.წ კოშ­კის ტე­რი­ტო­რი­აც ვარ­კე­თი­ლის მხა­რეს არის, ერთ-ერთი ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე ის­ვე­ნებს. აქ არ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, არ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი სა­მაშ­ვე­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, არც ტექ­ნი­კაა და ამი­ტომ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ად­გი­ლი.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა უნდა იზ­რუ­ნოს და შე­ის­წავ­ლოს ეს ად­გი­ლე­ბი – თუ არის ბა­ნა­ო­ბა სა­ხი­ფა­თო, სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლოს ასეთ ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბა. თუ არ არის სა­ხი­ფა­თო და შე­იძ­ლე­ბა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის მო­წყო­ბა, მა­შინ ამ ტე­რი­ტო­რი­ის მო­წყო­ბას კი­დევ თა­ვი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სჭირ­დე­ბა” – გან­მარ­ტავს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

“ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის” აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და ერთი მო­ზარ­დის ოჯახ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ას და­უ­დევ­რო­ბის გამო სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც უჩივ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­სი­სა და კუს ტბებს – ეს ად­გი­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის მო­ნიშ­ნუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნე­ბად, აქ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, დგას ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბა­ნე­რე­ბი და სა­ბა­ნა­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­მო­ყო­ფი­ლი. სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­ში­რებს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი იმას, რომ კუს და ლი­სის ტბებ­ზე უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსხვერ­პლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ი­ღეს და შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის დად­გმას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბენ. მათ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე ცურ­ვის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი მხო­ლოდ 800-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თია, და­ნარ­ჩენ ად­გი­ლებ­ში კი ბა­ნა­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აიკ­რძა­ლე­ბა.

ასე რომ, იქამ­დე სა­ნამ თბი­ლი­სის მე­რია შე­სა­ბა­მის ბა­ნე­რებ­სა და ამ­კრძა­ლავ ნიშ­ნებს გა­ნა­თავ­სებს, წყალ­ში მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ზო­ნებ­ში იბა­ნა­ვეთ.

ambebi.ge

წინა სტატია

„სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო?“ - ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს