მთავარი»Slider»რატომ არ მიიწვიეს ფილმ “შინდისის” ჩვენებაზე ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი გმირი – უჩა გუგუჩია?!

რატომ არ მიიწვიეს ფილმ “შინდისის” ჩვენებაზე ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი გმირი – უჩა გუგუჩია?!

11
Shares
Pinterest Google+

“ძალიან გთხოვთ შინდისზე ნურაფელს მკითხავთ და მაგ ფილმზე არაფელი ვიცი, მე არ მიყურებია და რატომღაც, არც პრემიერაზე მივუწვევივარ არავის, სამაგიეროდ, ისინი მოიწვიეს და ისხდნენ პირველ რიგებში, რომ როცა შინდისში ბაგაბუგი მიდიოდა, მანდ ვიბრძოდი ბოლო მასრის გასროლამდე ჩემ გმირ ძმებთან ერთად, ეგენი ზოგი წითელხიდთან იდგნენ, ზოგი კი “ხუი ეგოზნაეტ” სად. ეგ არაფელია, არ მწყენია. მე მაინც არასოდეს და ვერასოდეს ვუყურებ მაგ ფილმს, უბრალოდ გამიხარდებოდა ვინმეს გავხსენებოდი…
თუმცა, მოვა დრო და მე შევახსენებ ბარეორს ჩემს თავს და დედებსაც მოუხსენიებ “ლოპ ნა ლოპ” და არა ზურგსუკან. მე კი მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს დანარჩენს “პა პოჟე” შევხდები “ლოპ ნა ლოპ” და არა…  ზურგული არაფელი ვიცი მე. იმედია, ნორმალური გამოვიდოდა რამე, ყოველშემთხვევაში, ასე მინდა . მეტყვიან, ალბათ, მეგობრები ვინც უყურებს,  მე არ მინდა. რეკლამასაც ვერ უყურე ბოლომდე, “ნიტოდ” გავხდი, მოვარიდებ თავს და სიმართლეს –  იბეჭდება წიგნი და სრულ ვერსიას აუცილებლად გაიგებს ყველა, ფაქტებით და არგუმენტებით. დადგება ეს დღე, მანამდე ვიზა თუ არ გამიხსნა მიქელამ, ვნახოთ, რა იქნება მანამდე. იმედია დროზე ადრე არ გამიშვებენ გაღმა მარილზე, თუმცა ვიყავი უკვე მაქაც, უკვე იქაური ვარ ამათ ხელიდან, თუმცა, არ დავრჩი, მკიდია მიქელა და მისი დამქაშები, მე მაინც მოვბრუნდი. მე უკვე მკვდარი ვარ, კაი ხნის მკვდარი, მე თქვენ დედები……… ეხლა არ მცხელა თქვენი, ისევ გავიხარე თითქოსდა და არმინდა ამ ეტაპზე თქვენი დანახვაც კი. მტრებო ჩემო, მომარიდეთ თავი, ძალიან გთხოვთ.. არმინდა არფელი თქვენ იყავით გმირები და ყველაფერი, ოღონდამც ეხლა არა, ნამდვილად მაგრა მინდა სიცოცხლე ისე როგორც არასდროს –  ასე ეხმაურება შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი გმირი უჩა გუგუჩია გუშინ კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ჩვენებას, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ.
“თუ რამე დანაშაული მაქვს ქვეყნის წინ, ეს ის არი რომ გადავრჩი, მეტი არაფელი. ეხლა უკვე ვნანობ ამ ყველაფერს! თუმცა დედას მე ….  ამ ცხოვრების და ასეთი გადარჩენის, რეები მესმის იქ მყოფ კაცს ჩვენზე, ჩემს ძმებზე, გაოგნებული ვარ – მე ვიყავი მანდ თუ ესენი? დაბნეული ვარ მაგარი. რებს იძახიან, რებს თხზავენ, კაროჩე რააა – წერს უჩა გუგუჩია – იყოს მასე როგორც თქვენ გწადიათ, ბრავო. მადლობა ყველაფრისთვის, შეგიძლია დილით სულ სხვა ხერხსაც მიმართოთ, მე უკვე ავიბარგე, სბოგამ, ბურთი თავისი მოედნით თქვენი იყოს, ბედნიერად”.
შეგახსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას: “უმძიმესი ემოციების ფილმია „შინდისი“, ქედს ვიხრი იმ ოჯახებისადმი, რომლებმაც გაზარდეს შინდისის გმირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ნახვის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფილმის გადამღებ ჯგუფს. „სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია. ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და უნდა შეიგრძნოს. მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები – 17 ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა, თითოეულ მოსახლეს, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. საერთოდ, მსგავსი ​ფილმები, მსგავსი გმირული ქმედებები და საქციელი აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, უპირველესად იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ჩვენებას მთავრობის წარმომადგენლები და შინდისის გმირების ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი”.

 

წინა სტატია

რუსთავში მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბიდან დააგორა - ქალმა ტვინის შერყევა მიიღო

შემდეგი სტატია

რას "გვასწავლის" ბესელიას "მუშტი"...