მთავარი»Slider»რას “გვასწავლის” ბესელიას “მუშტი”…

რას “გვასწავლის” ბესელიას “მუშტი”…

4
გაზიარებები
Pinterest Google+

“რას “გვასწავლის” ბესელიას “მუშტი”…
ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში პარლამენტი, სადაც პარლამენტის წევრები ესოდენ უსაზღვრო ცინიზმს და ბოღმას ანთხევდნენ ერთმანეთის მიმართ. ბავშვები ერთმანეთს დასცინიან და ემუქრებიანო. ბავშვებში ძალადობას როგორ უნდა ვებრძოლოთ, როდესაც, პარლამენტარები საზარელი გრიმასებით “აბულინგებენ” ერთმანეთს და თანაც – პირდაპირ ეთერში.
ფაქტია რომ ბოღმა და აგრესია მართავს ქვეყანას. ამას მოწმობს თვითმკვლელობამდე მიყვანილი ბავშვები, ქმრების მიერ მოკლული ცოლები, “პირადცხოვრებაგაბაზრებული” “პოლიტიკოსი” ქალები, უსახური, აგრესიული მშენებლობები თბილისში და არა მხოლოდ… მამასისხლად გაყიდული ქართული მიწა და უძრავი ქონება უცხოტომელებზე, კერძო მოსახლეების “აყრა”, კორპუსების ჩაკვეხების და ფულის შოვნის მიზნით. საგზაო მოძრაობის წესების “დაკიდება” – “არა მე შენზე მაგარი ვარ” – მოტივით. სხვაზე თავის გადამეტება სამსახურებრივი პოზიციის, თანამდებობის ნიშნით, ღვაწლმოსილი პედაგოგების ჩაგვრა დირექტორების მიერ… დამსაქმებლების მიერ დასაქმებულების დისკრიმინაცია… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც მუშტი და ნებისმიერ თემაზე გინება დიდი ხანია, ნორმაა. განსხვავება ის არის მხოლოდ რომ ქალის მუშტი ახალი “ბრენდი” თუ “ტრენდია”. აქამდე თუ “ცნობადი” ქალი ქალს “ჩანგლავდა”, – გიხაროდენ… ახლა უკვე “ცნობადი” ქალი კაცს(თუ ბიჭს) ახევს “სახეს”. მერე რა რომ ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ იდგნენ, მერე რა რომ უსიამოვნო სანახაობის მომსწრე და მაყურებელი გაგვხადეს, – “განცხადებების გაკეთება” არც ერთს არ ეშლება. ისეთ განცხადებებს “გაგიკეთებენ”, ისე “გააპრავებენ” საკუთარ ქმედებებს, აქეთ ბოდიშს მოგახდევინებენ. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის რომ წესს კი არ იცავენ, წესს რომ არღვევენ, საქციელის გამართლებას პიარის ხრიკებით ცდილობენ” – წერს ფეისბუქზე ლევან ცალუღელაშვილი.

წინა პოსტი

რატომ არ მიიწვიეს ფილმ "შინდისის" ჩვენებაზე ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი გმირი - უჩა გუგუჩია?!

შემდეგი პოსტი

ვალდებული ვარ პროტესტი გამოვხატო - კონსტანტინე კირვალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს