მთავარი»საზოგადოება»„რამე რომ დაგვმართნოდა, ჩვენს გაზქურებს “დააბრალებდნენ” – დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა

„რამე რომ დაგვმართნოდა, ჩვენს გაზქურებს “დააბრალებდნენ” – დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

პუბლიცისტი ლევან ცალუღელაშვილი  შემთხვევითი აღმოჩენილი ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებ წერს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: 

„ამ დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. ყველაფერი გამოვრთე, სადაც შეიძლებოდა, ბუნებრივი აირი ყოფილიყო და ფანჯრები გავაღე. არც ამან უშველა. დავრეკე 114- ზე და რომ არ ველოდებოდი, ისე ოპერატიულად მოვიდნენ(მოვარდნენ).
ბოდიში მოვუხადე, ზამთარი მოდის და მიანტერესებს, სადმე რამე ხომ არ აპარებს მეთქი გაზს.
ჩართეს “დეტექტორი”. კვალი არც გაზქურისკენ წავიდა, არც გათბობისკენ. ა რ ა მ ე დ… სიგნალი გაძლიერდა აბაზანაში.
გაჰყვნენ ამ სიგნალს და მეზობლის მხარეს უფრო დიდი “დოზა” დაფიქსირდა და სასწრაფოდ რაციით გადარეკეს და გადაკეტეს მთელი ქუჩა. საუბარია დიდი დიღომში, როსტევანის და დავარის ქუჩებზე.
პირადად ვეხმარებოდი კანალიზაციის შემკრები ჭების თავსახურები მოხსნაში.
მიწისქვეშ გაყვანილი მილიდან ჟონავდა ბუნებრივი აირი და ამოდიოდა სუნი აბაზანებში. რამე რომ დაგვმართნოდა, ჩვენს გაზქურებს “დააბრალებდნენ”. მადლობა ღმერთს!
გახსოვდეთ – 114
პროფესიონალი და ოპერატიული ბიჭები არიან.
თბილისი ენერჯი • Tbilisi Energy ნუ მოგვკლავ, გვაცოცხლე!

p.s. ამ დროისთვის, ჭები ისევ ახდილია და საავარიოს თანამშრომლებმა მთელი ღამე უნდა უდარაჯონ, რომ გამვლელმა ასანთი არ აანთოს.“ – წერს სოციალურ ქსელში ლევან ცალუღელაშვილი. 

წინა პოსტი

ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს

შემდეგი პოსტი

მიშა მშვილდაძემ სექსუალურ უმცირესობას მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)