მთავარი»საზოგადოება»რამდენ აბიტურიენტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება გამოცდებზე – ორი უწყების პასუხი და რეალობა

რამდენ აბიტურიენტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება გამოცდებზე – ორი უწყების პასუხი და რეალობა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

“ეროვნული გამოცდბი 2019-ის პირველ 4 დღეში, სტაციონარში გადაყვანა, მხოლოდ ერთ აბიტურიენტს დასჭირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კი ერთეულ შემთხვევებში იყო საჭირო”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში, თუმცა დადასტურებულია, რომ მხოლოდ გორის ერთ საგამოცდო ცენტრში სამედიცინო დახმარება ათეულობით აბიტურიენტს დასჭირდა.

გორში, მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატური გამოცდის 2 დღეში, გორის საგამოცდი ცენტრში სამედიცინო დახმარება 30 აბიტურიენტს დასჭირდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ასევე, 4 ივლისს, ზოგადი უნარების მესამე სესიაზე, 207-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 1 აპლიკანტს საწრაფო დახმარება დასჭირდა. მიზეზი გულის აჩქარება იყო.

ასევე განსხვავებულ ციფრებს გვთავაზობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი:

„2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასწრაფომ დახმარება 20 პაციენტს აღმოუჩინა. ძირითადად, მათ ნერვული ფონის მატება აღენიშნებოდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საგამოცდო ცენტრშია განთავსებული. საჭიროების შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები პაციენტებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფენ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 23 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. თითოეულ ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული, რომელიც ადგილზე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარჩება”, – აცხადებენ ცენტრში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც ჩვენი ჟურნალისტი საგამოცდო ცენტრში სასწრაფოსთვის მიმართვის ფაქტს შეესწრო, ექიმები შენობის უკანა კარიდან შეჰყავდათ. მიზეზი კი გულშემატკივრებში შფოთის თავიდან აცილება იყო.

კონკრეტულ კითხვებზე კი EDU.ARIS.GE – მ სამინისტროსგან ასეთი პასუხები მიიღო:

ქვეყნის მასშტაბით, რამდენ აპლიკანტს დასჭირდა სასწრაფო დახმარება?

-საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საგამოცდო ცენტრებში გახსნილია სამედიცინო დახმარების პუნქტები და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. აბიტურიენტები საჭიროების შემთხვევაში ძირითადად სამედიცინო პუნქტებს მიმართავენ. სასწრაფო დახმარების გამოყენება საჭირო მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გახდა.

რა ჩივილები აღენიშნებოდათ?

-სამედიცინო პუნქტებს აბიტურიენტები უმეტესად ემოციური ფონით გამოწვეული უმნიშვნელო ჩივილებით მიმართავენ და მალევე უბრუნდებიან საგამოცდო პროცესს.

გახდა თუ არა საჭირო რომელიმეს გადაყვანა სტაციონარში?

-სამედიცინო სტაციონარში გადაყვანა ამ დრომდე მხოლოდ 1 აბიტურიენტს დასჭირდა. მნიშვნელოვანია, რომ მან თითქმის დაასრულა ნაშრომი და შემდეგ მოხდა მისი ჰოსპიტალიზება.

კითხვაზე, რამდენი ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი, იმდენად უმნიშვნელოა, რომ აღრიცხვა შეუძლებელია და ზუსტი სტატისტიკა ვერ იწარმოება.

EDU.ARIS.GE

წინა პოსტი

სპეცოპერაცია რუსთავში - პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 მამაკაცი დააკავა

შემდეგი პოსტი

რუსეთის მოქალაქეები პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ