მთავარი»Slider»რა ხდება კახა კალაძის მეზობლად?- „ქვების სეტყვა მოდის, ბავშვები საფრთხეში არიან“

რა ხდება კახა კალაძის მეზობლად?- „ქვების სეტყვა მოდის, ბავშვები საფრთხეში არიან“

12
Shares
Pinterest Google+

 

თბილისის მერის, კახა კალაძის მეზობლად, საირმის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები „პროგრესნიუსთან“ ყვებიან, რომ ორი კვირაა, მშენებარე სახლიდან დიდი ზომის ქვები ცვივა და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ეზოებში იყრება. უბანი მჭიდროს დასახლებულია. არავინ იცის, ვის როდის დაეცემა ქვა თავში და ეს განუკითხაობა რით დასრულდება. „პროგრესნიუსს“ ბურძგლას ქუჩის მცხოვრები, ადამიანისუფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირისლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

_ კომპანია „აქსისი“ ჩვენს მეზობლად, საირმის ქუჩაზე გიგანტურ კორპუსს აშენებს,  საიდანაც ორი კვირაა, კერძო მოსახლეებისეზოებში ქვები და მყარი საგნები იყრება. ორი დღის წინ ამ მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია. კორპუსის  მე-15 სართულიდან ქვები სეტყვასავით, ხრიალით წამოვიდა და ბურძგლას 84 ნომერში, სადაც 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ჩაცვივდა. შეშინებულმა მოსახლეობამ იფიქრა, რომ კორუსი ინგრეოდა და სრულიად წარმოუდგენელი ვითარება შეიქმნა. ვინ საით გარბოდა, არ ვიცი.. იმავე დღეს მშენებლობიდან გადმოვარდნილი ჩაქუჩი ერთ-ერთი ქალბატონის  ეზოში ჩავარდა, რომელმაც ამ მდგომარეობის გამო, ორი კვირის წინ ხელი მოიტეხა. მშენებლობიდან ქვების გადმოყრის მორიგ შემთხვევაზე ეს ქალბატონი შიშისგან წაიქცა, ხელი მოიტეხა და საკმაოდ რთული ოპერაცია გაუკეთეს. წარმოიდგინეთ, ხალხს საკუთარ სახლებში ყოფნის და ეზოში გამოსვლის ეშინია.
_ დახმარებისთვის მერიას თუ მიმართეთ?
_ დიახ, იძულებული გავხდი, რომ დამერეკა. მერიამ სასწრაფოდ მიიღო ზომები და მუნიციპალური ინსპეცია გამოაგზავნა. საკუთარი თვალით ნახეს ჩამოყრილი ქვები და ჩაქუჩი და დაგვპირდნენ, „აქსისის“ ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით, რომ მშენებობლას დამცავო ბადეები შეამოვლოსო. წარმოიდგინეთ, მშენებლობიდან ორ მეტრში არის ბაგა-ბაღი, სკოლა და ეკლესია. მშენებლობის უკანა მხარეს, 5 მეტრში არის ქუჩა, სადაც დედაქალაქის მერი ცხოვრობს.

_  დღეს კახა კალაძემ დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, კატეგორიულად მიუღებელია.
_ ჩვენც ამის იმედი გვაქვს, რომ პრობლემიდან გამოსავალს მონახავს. ამ მშენებარე კპრპუსის გვერდით არის მეორე კორპუსი, რომელიც უგულავას დროს აშენდა. შენობა გადაიხარა და წლებია, მისი დემონტაჟისთვის  ვიბრძვით. საირმის ქუჩაზე აბრაა გაკრული – ფრთხილად გაიარეთ და დაიცავით ბავშვების უსაფრთხოებაო. აი, ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. არ შეიძლებოდა ასეთ ადგილზე მაღალსართულიანი შენობების ნებართვის გაცემა. მოსახლეობა საფრთხეშია, ბავშვები საფრთხეში არიან. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება?

„პროგრესნიუსი“ თვალს მიადევნებს რა რეაგირება მოჰყვება მერიის მხრიდან „აქსისის“ მშენებლობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და უახლესი ამბების შესახებ ჩვენს მკითხველს ვამცნობთ.

 

წინა სტატია

13 ივნისის ტრაგედიის ადგილას, სავარაუდოდ, რესტორანს აშენებენ

შემდეგი სტატია

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.