მთავარი»Slider»რა გახდა მარნეულში 130 ძროხის სიკვდილის მიზეზი?

რა გახდა მარნეულში 130 ძროხის სიკვდილის მიზეზი?

10
გაზიარებები
Pinterest Google+

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დახოცვის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

ამასთან, სპეციალისტების განმარტებით, პრეპარატ „კრეოლინის“ ან სხვა მსგავსი პრეპარატის ზედოზირება შესაძლოა გახდეს პირუტყვის დაცემის მიზეზი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

 

წინა პოსტი

„კარავში წერილი შემომიგდეს - ღირსეული რომ იყოთ, იარაღს აიღებდით და თქვენი შვილის მკვლელებს დასჯიდითო“

შემდეგი პოსტი

გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ოთხი თანამშრომელია დაკავებული