მთავარი»Slider»რა აწყენინა პუტინმა რომან გოცირიძეს და რით გაახარა აკაკი ზოიძე?

რა აწყენინა პუტინმა რომან გოცირიძეს და რით გაახარა აკაკი ზოიძე?

7
Shares
Pinterest Google+

დღეს რომან გოცირიძე გოდებდა, როგორ თუ არ შემოიტანა პუტინმა სანქციებიო და ცრემლები მოსდიოდა, ასობით ათასი ადამიანი რომ არ გაამწარა კახეთში, თუ შავ ზღვისპირეთში, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„სანამ წამოვიდოდი, „პალიტრაში“ ვუსმენდი, სადაც რომან გოცირიძე გოდებდა, როგორ თუ არ შემოიტანა პუტინმა სანქციები. წარმოიდგინეთ, რაზე გოდებდა. პუტინმა სანქციებზე უარი თქვა და ამასაც ჩვენ გვაბრალებდა, ივანიშვილს გაუგორა კოჭი, რადგან მისი მსახურიაო. ცრემლები მოსდიოდა, პუტინმა სანქციები რომ არ შეიტანა და ასობით ათასი ადამიანი არ გაამწარა კახეთში, თუ შავ ზღვისპირეთში“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ექსპერტების საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება ძალიან კარგი საქმე იქნება, რადგან ეს ქვეყანას დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.
„ღვინოების ხარისხს ავამაღლებთო, რომ ამბობენ, იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, დღეს რომ ჯავშანი მოუხსნეს?! ეს ისედაც უნდა გავაკეთოთ, დივერსიფიცირება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება დღეს რას ვეუბნებით ამ ხალხს?!“, – განაცხადა ზოიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რათა მინიმუმადე დავიდეს ის ეკონომიკური საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა დადგა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც დივერსიფიკაციის კუთხით ეკონომიკურ სტიმულირებას ახდენს.
„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეს იყო, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეგვემცირებინა. ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. აქ, შეიძლება, ბევრი სხვა რაღაცაც დაგვჭირდეს. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს გეგმები, მაგრამ ამ გეგმების წინასწარ გაჟღერებამ შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს. გეუბნებით, პრაქტიკულად, ჰიბრიდულ ომში ვართ; აქ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების სახით გვყავს მეხუთე კოლონა, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანას და მის მოქალაქეებს ყველანაირად მიაყენონ ზიანი, რადგან მათი პრინციპი ისაა, რომ თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან, ქვა-ქვაზე ნუ დარჩება“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ემბარგოს შედეგები აბსოლუტურად შემცირდება.
„ერთი ისაა, რომ არც ისეთი დიდი ზარალი არ იქნება, როგორიც თუნდაც, იმ პერიოდში იყო, როცა ემბარგო პირველად შემოვიდა. ფარდობითობაზეა საუბარი, ჩვენ ეკონომიკასთან მიმართებაში; აბსოლუტურ ციფრებში არა. მეორე, ჩვენ გვაქვს გარკვეული შემსუბუქების სტრატეგია რთველთან მიმართებაში და სხვა მიმართულებით. მთავრობას აქვს თავისი გეგმა და ამაზე ისაუბრებენ“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დღეს, ნომერ პირველი ამოცანაა, თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია და პოლიტიკური ნაბიჯები ამისთვის იდგმება.
„დღეს, კი თქვა ბატონმა პუტინმა, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო სანქციებს არ შემოვიღებდიო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნებისმიერ დროს შეიძლება, ვითარება შეიცვალოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ:
სანქციების გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი დღეს რუსეთის პრეზიდენტის ერთადერთი საყრდენია საქართველოში.
„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. სანქციის გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, იმიტომ, რომ სხვა დასაყრდენი მას საქართველოში არ ჰყავს, აბა, მართლა ქართველის ხალხის ხათრით კი არ შეაჩერა სანქციები“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, არც ის ფაქტი იყო შემთხვევითი, რომ სანქციების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში გააკეთა.
„ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს კარასინ-აბაშიძის არხებით ალბათ, მოსთხოვა ვლადიმერ პუტინმა, რომ გაეკეთებინა განცხადება. ქალბატონი სალომეს განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა პუტინის განცხადება – ესეც შეთანხმებული იყო. ეს იყო წინაპირობა რუსეთის ხელისუფლების, რომ საქართველოს მთავრობა ხოხვით მისულიყო რუსეთთან, ბოდიში მოეხადა. ამის შემდეგ, კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა და პუტინს მადლობა გადაუხადა“, -დასძინა რომან გოცირიძემ.

წინა სტატია

"ჯაბა პანთეონში გდია, კიტოვანი აქციაზე დადის - ნუთუ რთულია, დაერქვას სახელი დამნაშავეებს?"

შემდეგი სტატია

"ბუდ ტი პროკლიატ ვა ვეკი ვეკოვ ! იზ ზა ტებია გნიდა ვ გორეჩი ნაცი ნაში ნენაგლიადნიე!!"