მთავარი»სამართალი»ქუთაისელი ადვოკატი პროკურატურის წინ პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს

ქუთაისელი ადვოკატი პროკურატურის წინ პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს

6
Shares
Pinterest Google+

 

ქუთაისში ადვოკატი ირაკლი მახათაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
მახათაძე აცხადებს, რომ მას პრეტენზია ქალაქის მთავარ პროკურორ ბაქარ ბეჟუაშვილთან და პროკურორ ზიტა ჭულუხაძესთან აქვს. ის შერჩევით სამართალზე საუბრობს.
„ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბაქარ ბეჟუაშვილისა და პროკურორ ზიტა ჭულუხაზის მხრიდან პირადად ჩემს მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მაქვს ყველა ის მტკიცებულება წარდგენილი, რაც ამ უკანასკნელებს ამხელს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში. ისინი აშკარად ხელს აფარებენ, გიორგი ლინჩიკსა და დავით გვიშიანს, რომლებმაც მომაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. პროტესტს არ შევწყვეტ ვიდრე პროკურორი ბაქარ ბეჟუაშვილი და ზიტა ჭულუხაძე პასუხისგებაში არ მიეცემიან. პროკურატურამ ჩემი კუთვნილი ავტომობილი წაიყვანა თაღლითურად. თვენახევარია მიმდინარეობს გამოძიება, საქმეზე ყველა მტკიცებულება აქვთ, თუმცა ბრალის წაყენება ჯერ არავისთვის მომხდარა,”- ამბობს ირაკლი მახათაძე.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

"ხუხაშვილს კაი ბიჭის სახელი მონდომებია, მაგრამ კაი ბიჭები ეგრე არ უზრდელობენ"

შემდეგი სტატია

„მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია“ - 15 წლის გოგოს სასწრაფო დახმარება სჭირდება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *