მთავარი»სამართალი»ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

7
Shares
Pinterest Google+

 

გარდაიცვალა ბავშვი რომელიც, გუშინ ბათუმი – ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბიჭი ბათუმში დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

დაშავებულია კიდევ ერთი მცირეწლოვანი  გოგონა რომელიც  თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წინა სტატია

კახეთში საზამთროთი დატვირთული ავტომობილი ამოტრიალდა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ლოგინს მიჯაჭვული ჯაბა ბოჯგუას ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს