მთავარი»მსოფლიო»„ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო პარიზში 20-ზე მეტი მეტროს სადგური დაიკეტა

„ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო პარიზში 20-ზე მეტი მეტროს სადგური დაიკეტა

8
გაზიარებები
Pinterest Google+

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის გამო პარიზში 20-ზე მეტი მეტრო სადგური დაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანია RATP ავრცელებს.

16-17 ნოემბერს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობას 1 წელი შეუსრულდება. საპროტესტო აქციების დაიკეტება ელისეს მინდვრებთან არსებული მეტრო სადგურები, ასევე სადგურები ეიფელის კოშკთან და პარლამენტთან.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ავტობუსების მოძრაობის სქემასაც. 50-ზე მეტი მარშრუტის სქემა შეიცვალა ან შემოკლდა.

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.

წინა პოსტი

„ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა დღეს სიძულვილისა და მკვლელობის კულტურას წარმოადგენს“

შემდეგი პოსტი

„შესაძლოა ვიხილოთ სამხედრო გადატრიალებაც, სცენარში თემურ ალასანია და უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურები არიან ჩართულები“