მთავარი»Slider»„ყველაზე წყეული დღე ჩემს ცხოვრებაში ისევ თეთრად გამითენდა!!!“ – შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა

„ყველაზე წყეული დღე ჩემს ცხოვრებაში ისევ თეთრად გამითენდა!!!“ – შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა

10
Shares
Pinterest Google+

 

შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა.  2008 წლის 11 აგვისტოს, რუს სამხედროებთან უთანასწორო შეტაკებას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი გმირი უჩა გუგუჩია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„ყველაზე წყეული დღე ჩემს ცხოვრებაში ისევ თეთრად გამითენდა!!!  და არც ეს 11 აგვისტოა რამით უკეთესი ჩემთვის. გავკარი ეგეთ ცხოვრებას და გადარჩენას..! თქვენ კი თქვე ახვრებო, მაინც არ შეგარჩენთ იმ დღეს, სანამ პირში სული მიდგას, თქვენზე ვინადირებ რამოდენიმეზე..
11 წლის უკან ამ დროს არ მეძინა და ცას შევყურებდი, სადაც ვერტმფრენი აკეთებდა მანევრს ჩვენ თავს ზემოთ და ახორციელებდა დაზვერვით სამუშაოს, სადაც ბრიგადის შტაბი და პირადი შემადგენლობა ვიყავით დაბანაკებულები. მანდვე შორი-ახლოს ახლაც ჩამესმის ეგ საზარელი ხმა.. და თენდებოდა წყეული 11აგვისტო. შინდისის ჩასაფრებამდე 12 საათი ადრე“ – წერს უჩა გუგუჩია.

 

წინა სტატია

დღეს დილას აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

შემდეგი სტატია

დეტალები, რომლის შესახებ არც გვარამია და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ - როგორ მდიდრდებოდნენ რ2-ის სახელით