მთავარი»საზოგადოება»„ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ.. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება“

„ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ.. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება“

15
Shares
Pinterest Google+

 

“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში მამამისის ავთანდილ წერეთელის პორკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სანამ ცოცხალია, არხი არ გაითიშება.

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”, – წერს ვატო წერეთელი.

მეტრონომი

წინა სტატია

„უკიდურესად სახიფათოა ასეთი სვლა! სიმშვიდე ძალის გამოყენებით არ მყარდება“

შემდეგი სტატია

“რ2-იდან წასულებმა, თუ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?”