მთავარი»საზოგადოება»ყველა კარიდან და ფანჯრიდან შემოცვივდნენ, როგორც ფილმებშია

ყველა კარიდან და ფანჯრიდან შემოცვივდნენ, როგორც ფილმებშია

8
Shares
Pinterest Google+

სოფიო ხორგუანი თავსგადახდენილ ისტორიებს იხსენებს: “სპეცრაზმი შემოგვივარდა ოფისში 2011 წელს, ძებნილებს ეძებდნენ. ის იყო, წიხლით ანგრევდნენ ჩემი კაბინეტის კარს, მივქანდი. ნუ ღელავთ, ახლავე გასაღებით გაგიღებთ მეთქი და შევედით ❤️ ჩემი მაგიდის ქვეშ ხომ არ იქნებიან, ვიხუმრე. მივიდა და შეიხედა 🙈 იარაღის ჩადება თუ გინდათ, აგერ არის აბაზანა, ეგეც ვიხუმრე 🙊 გეკადრებათ, ქალბატონო სოფოო ❤️ძებნილებს აქ რა უნდათ მეთქი და გვჯერა თქვენიო და წავიდნენ, ოღონდ მანამდე სახურავიდან, ყველა კარიდან და ფანჯრიდან შემოცვივდნენ, ფილმებში როგორც. რას ერჩით, მხიარულად ვცხოვრობდით 😻 p.s.მერე ვიკითხე, ეს ამდენი ახოვანი და სიმპატიური ბიჭი სად გყავდათ და კონტრდაზვერვის რაზმიაო ❤️”

“დღე ერთი იყო და ჩემს “დამეტკილ” კოროლას სამჯერ აჩერებდა პოლიცია და ჩავბერავდი მორჩილად ალკოტესტს, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, გიორგობა დღეს სვანმა ქალმა ერთი ჭიქა როგორ არ დალიეთო, ხუმრობდნენ. ძლივს გავყიდე ის მანქანა, მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულმა სომეხმა იყიდა. ახლაც მაჩერებენ და ახლაც მორჩილად ჩავბერავ ალკოტესტს და ისტერიკა მაშინაც არ მომიწყვია, xxx ნომრიანი და ფარებჩამქრალი “კუდი” რომ მაცილებდა დილა-საღამოს ❤️ რუსთაველზე ზეთის ხილის ხის მოსაკრებელ ჯარიმას იმავე დღეს ვიხდი. ვისწავლოთ კანონმორჩილება 🌞”

 

წინა სტატია

მორიგი უბედური შემთხვევა ექსკურსიაზე - მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია ცუდი რეჟისორი იყო, ან ვანო მერაბიშვილი ცუდი სცენარისტი?