მთავარი»საზოგადოება»„ყველა ბავშვთა კლინიკა განსაკუთრებულ რეჟიმშია -პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!”

„ყველა ბავშვთა კლინიკა განსაკუთრებულ რეჟიმშია -პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!”

10
გაზიარებები
Pinterest Google+

“ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა… პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!”- ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე.  Mshoblebi.ge მას კომენტარისთვის დაუკავშირდა:

– სურათზე 4 წლის ბავშვია, რომელმაც დაზიანება პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიიღო. თუ არ ვცდები, ქვაბში ჩააგდო და აფეთქების შედეგად იქედან ამოვარდა. საბედნიეროდ, ბავშვს თვალი გადაურჩა. ახლა დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში წევს და სასიხარულოა, რომ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება.
თუ შარშანდელ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ძალიან ცოტას გაუმართლა ისე, როგორც ამ ბავშვს. წელს პირველი პაციენტია, ვინც პიროტექნიკის შედეგად დაზიანებებით მოგვმართა. ზოგადად, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში იმატებს, როდესაც ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვს. თუმცა, მხოლოდ ბავშვები არ მოდიან პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებებით.
ახალ წელს ჯობს მიირთვან ჩურჩხელა, გოზინაყი, ეს გაცილებით უსაფრთხოა. რაც არ უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს ასაფეთქებელი, მას თავისი მუხტი მაინც აქვს. ამიტომ, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები შეიძლება მივიღოთ. ე.წ. მცირე ზომის “ბომბაჩკები” რომაა, თუ ის პატარა ბავშვმა დახურულ მუჭში მოითავსა, საკმაოდ სერიოზულ ტრავმას მიიღებს. ყველა ბავშვთა კლინიკა, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები განსაკუთრებულ რეჟიმში არიან, იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები და ხშრად სავალალო დაზიანებებსაც იწვევს,”- ამბობს გუგა ქაშიბაძე.

წინა პოსტი

აკაკი ზოიძე პარლამენტიდან და პოლიტიკიდან მიდის

შემდეგი პოსტი

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცივილური და გონიერი ძალაა“ - აკაკი ბობოხიძე